Jump to content

სითბური ფარი „Mars-2020” მზად არის წითელი პლანეტის ატმოსფეროსთან შესახვედრად


Recommended Posts

კოსმოსური სააგენტო NASA აქტიურად ემზადება მისია Mars-2020”-სათვის. დაგეგმილია, რომ 2021 წლის თებერვალში კოსმოსური აპარატი მიაღწევს წითელ პლანეტას და გადავა შემდგომ, უფრო სახიფათო ფაზაში - „შეჯახება“ ატმოსფეროსთან. ეს ყველაფერი განხორციელდება 19 300 კმ/სთ. სიჩქარით, ამიტომაც გავარვარებული ჰაერისაგან მარსმავალის დაცვისათვის საჭირო იქნება სპეციალური ფარი. იგი უკვე დამზადდა კომპანია Lockheed Martin-ის მიერ და წარმატებით გაიარა შესამოწმებელი გამოცდები. 

image.jpeg 

აბლაციური ფარის სიგანე 4,5 მეტრს შეადგენს, ამიტომ მარსზე დაშვება ურთულესი ამოცანა იქნება. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად NASA-ს და Lockheed Martin-ს მოუწიათ ჩაეტარებინათ მთელი რიგი გულმოდგინე შემოწმებები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რამდენად შეძლებდა ფარი გამკლავებოდა თერმულ და თერმომექანიკურ დატვირთვას. 

image.jpeg 

საიმედოობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ვაკუუმის ტუმბოები, რომლებიც ახდენდნენ 63 500 კგ. დატვირთვის მოდელირებას. ამასთან, მკვლევარები აკონტროლებდნენ ფარის მდგომარეობას ციფრული გამოსახულების კორელაციის ტექნოლოგიით. ამისათვის ფარის ზედაპირზე მიმაგრებული იყო სპეციალური ფირფიტა, რომელზე დატოვებული კვალითაც იქმნებოდა დატვირთვისგან მიებული დეფორმაციების სამგანზომილებიანი რუკა. ამგვარი მიდგომით შესაძლებელი გახდა თვალ-ყური ედევნებინათ ფარის მთლიანი ზედაპირისათვის და არა მხოლოდ მისი ცალკეული მონაკვეთებისათვის.  

წარსულში ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ფოტოგრამმეტრიის ეს მეთოდი გამოსაცდელ ნაკეთობებზე, თუმცა ეს პირველი წარმატებული რეალიზაციაა ოფიციალურ აღჭურვილობაზე. ეს ტექნოლოგია საშალებას მოგვცემს ტესტირების მსვლელობისას დავიცვათ აღჭურვილობა და რაც მთავარია - მოგვაწვდის მონაცემებს ჩვენი პროექტირების ინსტრუმენტებისა და ანალიზის გასაუმჯობესებლად“ - აცხადებს NASA-ს საავიაციო-კოსმოსური ინჟინერი. 

ინჟინრები და მკვლევარები პირდაპირი მნიშვნელობით თითოეულ ჭანჭიკს ამოწმებენ, რადგანაც აპარატს მოუწევს კოსმოსური „საშინელების შვიდი წუთს“ გადატანა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.