Jump to content

Tesla განიცდის ბატარეის წარმოებისათვის საჭირო მინერალების გლობალურ დეფიციტს


Recommended Posts

სააგენტო Reuters-ის ცნობით, რამოდენიმე დღის წინ ვაშინგტონში ჩატარდა დახურული კონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელისუფლებო წარმომადგენლები, კანონმდებლები, იურისტები, მომპოვებელი კომპანიები და მთელი რიგი მწარმოებლები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი განსახილველი თემა კომპანია Tesla-ს ეხებოდა. ხსენებული კომპანიის ნედლეულის გლობალური შესყიდვების მენეჯერმა Sarah Maryssael-მა განაცხადა, რომ კომპანია ბატარეების გამოშვებისათვის საჭირო მინერალების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის.  

image.jpeg 

Tesla, ისევე როგორც ელექტრომობილების მწარმოებელი სხვა კომპანიები, აკუმულატორების დასამზადებლად  ყიდულობს სპილენძს, ნიკელს, კობალტს, ლითიუმსა და სხვა მინერალებს. დაგეგმარების ნაკლოვანებებმა და ნედლეულის მოპოვების დაუფინანსებლობამ გამოიწვია ის, რომ ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა. თუმცა Tesla-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საუბარი ეხება პოტენციურ საფრთხეს და არა უკვე სახეზე არსებულ ფაქტს. 

საკვირველია, რომ დიფიციტური მინერალების რიცხვში მოხვდა სპილენძიც და არა მარტო კობალტი და ლითიუმი. ბოლო ათწლეულის მანძილზე აშშ-მა უამრავი მაღარო დახურა, სადაც ამ ლითონს მოიპოვებდნენ. თანაც, ელექტრომობილის დასამზადებლად საჭიროა ორჯერ მეტი სპილენძი, ვიდრე შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის. აგრეთვე უნდა აღინიშოს ის ფაქტიც, რომ სმარტ-სახლის მოწყობილობები დაიწყებენ სპილენძის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენებას. მაგალითად, დღესდღეობით სმარტ-მოწყობილობების დამზადებაში იხარჯება 38 000 ტონა სპილენძი, პროგნოზის თანახმად კი ათი წლის შემდეგ ეს მოცულობა 1,5 ტონამდე გაიზრდება. 

აშშ-ში მინერალების მომპოვებელმა კომპანიებმა სასწრაფოდ დაიწყეს სპილენძის მოპოვების აღდგენაზე მუშაობა. ასევე გააქტიურდა მოპოვება საზღვრებს გარეთაც, კერძოდ, ინდონეზიაში. კობალტის მოპოვება კი ძირითადად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეროგატივაა, სადაც მინერალის მოპოვებაში მცირეწლოვნებიც კი არიან ჩართულნი. სწორედ ამ ფაქტს ასახელებს ილონ მასკი იმის მიზეზად, რომ მისმა კომპანიამ ამჯობინა აკუმულატორებში ნიკელი გამოიყენოს და არა კობალტი. 

მაღაროების ამოქმედების გარდა აშშ დიდ იმედს ამყარებს ავსტრალიაზეც. გასულ წელს ამ უკანასკნელმა აშშ-თან დადო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მისთვის კრიტიკულად აუცილებელი მინერალების მიწოდებასა და ერთობლივ წარმოებას. ეს პროექტი იმედს იძლევა, რომ ელექტრონიკისათვის საჭირო ბატარეების ნედლეულის დეფიციტი აღმოიფხვრება ან შემსუბუქდება მაინც. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.