Magdalena Posted May 4, 2019 Share Posted May 4, 2019 ბლოგერმა ბრენდონ ლიმ საზოგადოებას გაუზიარა გასაყიდად შეფუთული სმარტფონის გარეგნული იერსახე. ფოტოზე ხედავთ Google Pixel 3-ის ბიუჯეტური ვარიანტის - Pixel 3a-ს შეფუთვას. ფოტოდან მტკიცდება, რომ სმარტფონს ოდინარული ძირითადი კამერა ექნება, რომელიც განთავსებულია უკანა პანელზე ფლეშ-განათებასა და თითის ანაბეჭდის სკანერთან ერთად. მოგვიანებით კი ინსაიდერ Max J-ის მიერ ცნობილი გახდა Pixel 3a-სა და Pixel 3a XL-ის მახასიათებლები. სტანდარტულ მოდელს ექნება: 5,6-დუიმიანი gOLED მატრიცა გვერდების შეფარდებით 18.5 : 9; Full HD+ გაფართოება და პიქსელების სიმჭიდროვე 441 PPI; 3000 მილიამპერი/სთ. ბატარეა; 18 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა; წონა - 150 გრამი. უფროსი მოდელის წონა 20 გრამით მეტია; 3700 მა/სთ. მოცულობის ბატარეა; 18-ვატიანი სწრაფი დატენვა; Full HD+ გაფართოება; ეკრანის დიაგონალი - 6 დუიმი; პიქსელების სიმჭიდროვე - 402 PPI. წინასწარი ცნობებით, Google Pixel 3a XL სმარტფონს ექნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი Qualcomm Snapdragon 670. სტანდარტულ ვერსიას კი - 11-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 675. ორივე სმარტფონს ექნება 12-მეგაპიქსელიანი ძირითადი და 9-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერები. Google Pixel 3a-სა და Pixel 3a XL-ის ოფიციალური გამოსახულებებიდან ჩანს, რომ სმარტფონებს საკმაოდ ფართე ჩარჩოები აქვთ, ასევე ორნაწილად „გაყოფილი“ უკანა პანელი. არ აქვთ ჭრილი ეკრანზე და სტერეოდინამიკები. ბიუჯეტური სმარტფონები იმაზე იაფი აღმოჩნდა, ვიდრე ამ დრომდე მიიჩნეოდა. 64 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე Google Pixel 3a მოდელის ფასი 355 ევროა და არა 450, როგორც აქამდე ითვლებოდა. იმავე მოცულობის მეხსიერების მქონე Google Pixel 3a XL კი ეღირება 430 ევრო (ნაცვლად 550-სა). ორივე სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ფერის მხრივ სამ ვარიანტად: Just Black, Purple-ish და Clearly White. Google Pixel 3a და Pixel 3a XL სმარტფონების პრემიერა შედგება 7 მაისს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/26300/bjudzhetnye-google-pixel-3-cena-harakteristiki-i-oficialnye-izobrazhenija 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.