Jump to content

CRISPR-ის ინექციას ემბრიონის ტვინში შეუძლია გენეტიკური დარღვევების განკურნება


Recommended Posts

საკმაოდ საკამათო ახალი კვლევის თანახმად მიღწეულია საშუალება ანგელმანის სინდრომის წინააღმდეგ - ეს არის გენეტიკური დარღვევა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრები/კრუნჩხვები, შეფერხებული კომუნიკაცია და ასევე კავშირშია აუტისტური სპექტრის აშლილობასთან. ექსპერიმენტალური მეთოდის შესამოწმებლად მეცნიერებმა შეიყვანეს CRISPR-ის მიერ დარედაქტირებული გენები და ფერმენტები პირდაპირ განვითარებად ნაყოფში. ცდები თაგვების ემბრიონებზე ჩატარდა. 

image.jpeg 

მკურნალობის მეთოდი, რომელიც სამეცნიერო კონფერენციაზე ჯერ კიდევ თებერვალში წარადგინეს, თუმცა ამ დრომდე არ მოხვედრილა აკადემიურ ჟურნალებში, ეხება გენს - UBE3A (Ubiquitin-protein ligase E3A), რომელიც ხელს უწყობს უჯრედების დაშლას და ცილების გადამუშავებას.  

როდესაც ეს გენი მუტაციას განიცდის განვითარებად ტვინში, ჩნდება ანგელმანის სინდრომი (ანგელმანის სინდრომიან პირების უმრავლესობას ანომალური EEG და ეპილეფსია აქვთ. ბევრი მათგანი ფეხ-გაშეშებული დადის ან ბიძგისებრი მოძრაობები აქვს. მათ აგრეთვე სახის დამახასიათებელი ნაკვთები აქვთ: დიდი მოცინარი პირი, თხელი ზედა ტუჩი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ნახევარზე მეტს თვალების, თმის, კანის პიგმენტაციის დაბალი დონე აქვს). თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი მოხდება გენების „ჩართვა“ დაბადებამდე. ექსპერიმენტის მსვლელობისას, რომელიც თაგვის ათ ემბრიონზე ჩატარდა, მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR გენების რედაქტირებისათვის და აღმოაჩინეს, რომ რედაქტირებამ იმოქმედა ემბრიონების ტვინის ნეირონების ნახევარზე იმ მომენტამდე, როდესაც მათ ხუთი თვე შეუსრულდათ. ანალოგიური გავლენა შეინიშნა ადამიანის მზარდ, ახალგაჩენილ ნეირონებზეც.  

„რაც უფრო ადრეულ პერიოდში ვეცდებით ჩარევას და პრობლემის გადაჭრას, მით უკეთესი იქნება თერაპევტული შედეგი“ - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი მარკ ცილკა. – „დიდი ინტერესი არსებობს იმისა, რომ გავარღვიოთ ბარიერი და მივიღოთ პრენატალური მკურნალობის შესაძლებლობა“. 

ცილკამ განაცხადა, რომ შესაძლოა სცადოს ექსპერიმენტის ატარება ადამიანებზე უახლოეს ოთხ წელიწადში, თუმცა კვლევის მონაწილე სხვა მეცნიერები არ იწონებენ ამგვარ გადაწყვეტილებას, რადგანაც საქმე ეხება ბავშვების გენებში ჩარევას. მათი აზრით ადამიანის ემბრიონის თავის ტვინის გენებში ნებისმიერი სახის მანიპულაცია სარისკოა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.