Jump to content

ფრანგმა ინჟინრებმა შექმნეს უამრავი ფუნქციის მქონე ჭკვიანი კონტაქტური ლინზები


Recommended Posts

საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის - IMT Atlantique-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს მსოფლიოში პირველი ავტონომიური კონტაქტური ლინზა მოქნილი მიკრობატარეით. ამ უკანასკნელს შეუძლია რამოდენიმე საათის მანძილზე კვებოს ინტეგრირებული ელექტრონიკა, რითიც უზრუნველყოფილი იქნება ვიზუალური ინფორმაციის წარმოდგენა და გადაცემა უსადენო ქსელით. საინტერესოა ისიც, რომ ამ სიახლით დაინტერესდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კვლევით პროექტების მართვის განყოფილება (DARPA), რომლის მიზანსაც წარმოადგენს აამაღლოს ამერიკელი ჯარისკაცების ვიზუალური შესაძლებლობები საველე პირობებში. 

image.jpeg 

ფრანგი სპეციალისტების ქმნილება წარმოადგენს ამბიციური პროექტის ერთ-ერთ ნაწილს. პროექტის მიზანია ახალი თაობის ოკულომეტრის შემუშავება, რომელიც დაკავშირებული იქნება შერეული რეალობის ტექნოლოგიასთან. მსგავსი ლინზების მეშვეობით შესაძლებელია დაინერგოს „ადამიანი-მანქანა“ ინტერფეისები, გაანალიზდეს კოგნიტური დატვირთულობა და დაემატოს სხვადასხვა ფუნქცია. IMT Atlantique-ის მკვლევარების თქმით სმარტ-ლინზის შექმნისას ყველაზე რთული იყო ელექტრონიკის კვებისათვის საჭირო ბატარეის ზომის შემცირება. თუმცა მეცნიერებმა იპოვეს გამოსავალი - დაამზადეს მოქნილი და მეტად კომპაქტური კვების წყარო. 

ლინზის შემქმნელები აღნშნავენ, რომ მოწყობილობაში შესაძლებელია LED-დისპლეისა და  რადიოსიხშირის გადამცემის ინტეგრირება, აგრეთვე შესაძლებელია ჩაშენდეს მზერის მიმართულების განმსაზღვრავი სენსორები. თანაც, ლინზის მავარი დანიშნულება - გაუმჯობესებული მხედველობა - სრულიად შენარჩუნებულია. 

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში მითითებულია, რომ „გრაფენის ბაზაზე შექმნილი მოქნილი ელექტრონიკის გამოყენება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მიანიჭებს კონტაქტურ ლინზას“. მაგალითად, შესაძლებელია დაემატოს შერეული რეალობის ხედვის ფუნქცია, კავშირის ახალი სისტემები, გაუმჯობესდეს აკუმულაორი და მოხდეს გამომთვლელი მოწყობილობის ინტეგრირება - აღნიშნავენ მწარმოებლები. 

image.jpeg 

სმარტ-ლინზის შემქმნელების აზრით ლინზას მრავალმხრივი გამოყენება ექნება. მაგალითად, ისინი სასარგებლო იქნება მედიცინაში, ძირითადად ქირურგიაში; ასევე გამოიყენებენ მძღოლები, გართობის ინდუსტრიის წევრები. მოკლედ რომ ითქვას, ფრანგი მეცნიერების ქმნილება დიდი ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, 2 მლნ ევრო უკვე გამოყოფილია Micorsoft-ის მიერ პროექტის დასაფინანსებლად, რაც გაკვირვებას ნამდვილად არ იწვევს, რადგანაც უკვე ვიცით, რომ ხსენებული კორპორაცია ამერიკელი სამხედრო პირებისათვის ამზადებს სპეციალურ შერეული რეალობის ჰედსეტებს Hololens-ის ბაზაზე.  

სმარტ-ლინზის შემქმნელის თქმით, ყველა აუცილებელი კომპონენტი მზადაა: „ველით, რომ კომპონენტების ინტეგრაცია მიმდინარე წლის ქტომბრიდან დაიწყება, მოწყობილობის გამოცდას კი 2020 წლისთვის ვიმედოვნებთ. ტესტირების შედეგები კლინიკური ტესტებისათვის გზას გაგვიხსნის“ - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.