Jump to content

„მეორე მზე“ - ჩინეთის თერმობირთვული მომავალი და შეუზღუდავი ენერგია


Recommended Posts

ცნობილია, რომ ჩინეთი სულ მალე აამოქმედებს „ხელოვნურ მზეს“, რომელიც შეუზღუდავ, სუფთა ენერგიას უზრუნველყოფს მომავალში. ბირთვული დაშისაგან განსხვავებით სინთეზი პრაქტიკულად არანაირ სათბურ აირს არ გამოყოფს და ნაკლებად რისკის მატარებელია ატომური ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში. „ხელოვნური მზე“ - ეს არის ჩინეთის ექსპერიმენტული სუპერგამტარი მოწყობილობა, რომელიც შედება ჩინეთის ერთ-ერთ აღმ. პროვინციაში. 

image.jpeg 

პროვინციის ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს დასრულდება ხელოვნური მზის შექმნა და გააქტიურდება ბირთვული სინთეზი, რომლის მსვლელობისას ზღვის წყალში არსებული წყალბადი და ადვილად მოპოვებადი ლითიუმი გაცხელდება 150 მილიონ გრადუს ცელსიუსზე. 

მსგავსი ტიპის უკვე არსებულმა რეაქტორმა მიაღწია 100 მლნ გრადუსს, რაც ნამდვილი მზის ბირთვის ტემპერატურაზე ექვსჯერ მაღალია. ამ დაუჯერებელ მაჩვენებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბირთვული სინთეზის რეაქციის სტაბილურად შენარჩუნებისათვის. 

„ხელოვნური მზის პლაზმა ძირითადად შედგება ელექტრონებისა და იონებისაგან. სწორედ იონები ახდენენ მოწყობილობაში ენერგიის გენერირებას“ - აცხადებს ჩნეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის წარმომადგენელი. 

ხელოვნური მზე სინთეზს განახორციელებს ისევე, როგორც ნამდვილი მნათობი დეითერიუმისა და ტრითიუმის გამოყენებით და მოახდენს ელექტროენერგიის გენერირებას. სუფთა ენერგიის მიღებისას არ გამოიყოფა მავნე ნარჩენები, შესაბამისად მისი მოხმარება იდეალური იქნება ადამიანებისა და გარემოსთვის. 

2018 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეძლეს საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება 60 წამის განმავლობაში, უმცა აუცილებელია, რომ ეს დრო ათას წამამდე მაინც გაიზარდოს. 

„ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას ამ მოწყობილობაზე და ჩინეთის მხრიდან წვლილს შევიტანთ კაცობრიობის მიერ სამომავლო თერმობირთვული სინთეზის გამოყენებაში“ - აცხადებს პროექტზე მომუშავე პირი. 

ჩინეთი ასევე გეგმავს ააგოს ბირთვული სინთეზის ცალკე რეაქტორი, რომელიც დაიწყებს კომერციული სინეზირებული ენერგიის გენერირებას.   

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.