Jump to content

Chieftronic PowerPlay: კვების ბლოკები მოდულური საკაბელო სისტემით


Recommended Posts

კომპანია Chieftec-მა დაამზადა კვების ბლოკი Chieftronic PowerPlay: სერიაში შევა სხვადასხვა სიმძლავრის ხუთი მოდელი. 

image.jpeg

 

ახალი მოწყობილობები აღჭურვილია პრემიუმ-დონის იაპონური კონდენსატორებით. გაგრილებაზე პასუხისმგებელია 140-მილიმეტრიანი ვენტილატორი, რომელიც დაბალ ხმას გამოსცემს. 

სერიაში შესულია მოდელები 80 PLUS Gold სერტიფიკაციით (550, 650 და 750 ვატი) და 80 PLUS Platinum (850 და 1050 ვატი). მოწყობილობების სიგრძეა 160 მილიმეტრი, რისი წყალობიაც ისინი თავსებადია პრაქტიკულად ყველა სისტემასთან, რომელთაც აქვთ ATX ფორმატის კვების ბლოკის დაყენების მხარდაჭერა. 

Chieftronic PowerPlay მოწყობილობის აღსანიშნავი მახასიათებელია სადენების მოდულური სისტემა. მწარმოებელი ასევე ხაზს უსვამს კორპუსის ხარისხიან მასალას და ვენტილატორის ბადის ორიგინალურ დიზაინს. მოწყობილობის გაბარიტებია 160 × 150 × 86 მმ. 

                                                                                                     სადენი           კონექტორები     სადენის სიგრძე მმ 

image.png 

კვების ბლოკებში რეალიზებულია უსაფრთხოების შემდეგი საშუალებები: OVP (ქსელში დატვირთვის გაზრდისას დაცვა), OPP (დაცვა გადატვირთისგან), OCP (ბლოკის ცალკეული ერთეულების გადატვირთვისგან დაცვა), SCP (მოკლე ჩართვისაგან დაცვა) და OTP (დაცვა გადახურებისაგან). 

მოწყობილობები ბაზარზე მალე გამოვა. ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.