Jump to content

როგორი იქნება დედამიწა, თუკი პლანეტის მთელი ყინული დადნება


Recommended Posts

image.jpeg

გამომცემლობა Business Insider-ის ანიმაციური ჯგუფი თავის ბოლო ნაშრომში ხელმძღვანელობდა არა პრინციპით თუ“, არამედ „როდის“. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის მთელი ყინულის დადნობის საკიხი ჯერ კიდევ ეჭვქვეშაა, თავად მყინვარების გლობალური დნობის ფაქტი ფაქტად რჩება. აქედან გამომდინარე, სწორედ დროა ადამიანებმა გაფრთხილება მიიღონ იმის შესახებ, თ რა ელი ახლო მომავალში. 

ჯერ კიდევ 2015 წელს NASA-მ გააკეთა პროგნოზი, რომლის თანახმადაც მსოფლიო ოკეანის დონის 90 სანტიმეტრით აწევა ფაქტობრივად გარდაუვალია და ეს მოხდება უახლოეს ათწლეულში, ასე რომ დროული რეაგირებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა მოჰყვება მთელი პლანეტის ყინულის დნობას (წყლის დონე 65,8 მეტრით აიწევს), თუმცა მშვიდად ყოფნის საბაბი კაცობრიობას მაინც არ აქვს. 

ისეთი ქალაქების დაკარგვა, როგორებიცაა ვენეცია, კალკუტა, შანხაი - მწვავედ აისახება ყველა სფეროზე: ლიონობის მაცხოვრებლის სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხე, სავაჭრო და საწარმოო ობიექტების განადგურება, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის დეგრადაცია და ა.შ. რისკის ქვეშ არის ქალაქები - ფლორიდა, მუმბაი (ბომბეი), დაკარი, სიდნეი, ახალი ორლეანი და უამრავი სხვა. 

რუკაზე პირველადი დაკვირვებისას ცვლილებები არც ისე კატასტროფულად გვევლინება - ფანტასტიკური ჟანრის ფილმებისგან განსხვავებით, ხმელეთის უდიდესი ნაწილი გადარჩება წყლის დონის თუნდაც ეულობით მეტრი მომატების შემთხვევაშიც. თუმცა ჩაიძირება პორტების უმეტესობა და საზღვაო გადაზიდვებისა და ტრანსპორტის სისტემის ფაქტობრივად ნულიდან შექმნა იქნება საჭირო. კაცობრიობას მოუწევს გლობალური ცვლილებების განხორციელება, რათა ადაპტირდეს ახალ პირობებთან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.