Magdalena Posted April 26, 2019 Share Posted April 26, 2019 NVIDIA-ს სხვა AIB-პარტნიორების მსგავსად კომპანია Inno3D-მაც წარადგინა ახალი ვიდეო ბარათ GeForce GTX 1650-ის საკუთარი ვერსიები. კომპანიამ დაამზადა ორი მოდელი: GeForce GTX 1650 Twin X2 OC და GTX 1650 Compact, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გაგრილების სისტემითა და GPU-ის სიხშირით. ახალი ბარათებიდან უფროსი მოდელია GeForce GTX 1650 Twin X2 OC. იგი აღჭურვილია საკმაოდ დიდი მონოლითური რადიატორის მქონე გაგრილების სისტემითა და ორი 80-მილიმეტრიანი ვენტილატორით. თავის მხრივ, GeForce GTX 1650 Compact ვიდეო ბარათს უფრო კომპაქტური გაბარიტები აქვს შედარებით მცირე ზომის რადიატორისა და მხოლოდ ერთი ვენტილატორის წყალობით, თუმცა ამ ვენტილატორის დიაგონალი 100 მილიმეტრს შეადგენს. რაც შეეხება ტაქტის სიხშირეებს, უმცროსი GeForce GTX 1650 Compact მოდელის ეტალონური სიხშირეა 1485/1665 მეგაჰერცი. უფრო მოდელი კი წარმოდგენია ქარხნული ოვერქლოქინგით, რისი წყალობითაც Boost-რეჟიმში მისი სიხშირე 1719 მეგაჰერცს შეადგენს. ორივე ვიდეო ბარათს აქვს 4 გიგაბაიტი GDDR5 მეხსიერება და ორივეს ეტალონური სიხშირე 2000 მეგაჰერცია, ეფექტური კი - 8000 მეგაჰერცი. ორივე ვიდეო ბარათი აგებულია მცირე სიგრძის, ერთმანეთის იდენტურ PCB-დაფაზე, რის გამოც GeForce GTX 1650 Twin X2 OC მოდელის გაგრილების სისტემა ოდნავ სცდება დაფის ფარგლებს. დამატებითი კვება ვიდეო ბარათებს არ სჭირდება - აუცილებელ 75 ვატს ისინი PCI Express სლოტიდან იღებენ. ბარათებზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.0b და ორი DisplayPort 1.4. Inno3D GeForce GTX 1650 Twin X2 OC და GTX 1650 Compact ვიდეო ბარათების გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მათი ზუსტი ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ღირებულება სტანდარტული 149 აშშ დოლარისაგან დიდად განსხვავებული არ იქნება. https://3dnews.ru/986468 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.