Jump to content

Oceanix-ის მცურავი ქალაქის პროექტი


Recommended Posts

image.jpeg

არქიტექტორი Bjarke Ingels გახდა წამყვანი ავტორი კონცეფციისა „Oceanix City”, რომელშიც გაერთიანებულია რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროს მოწინავე მიღწევები. პროექტით უკვე დაინტერესდნენ გაეროს წარმომადგენლები, რადგანაც პერსპექტივაში ეს კონცეპტი ხელს შეუწყობს ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრას, როგორებიცაა საცხოვრებელი სივრცის უკმარისობა, შიმშილი, საფრთხეები ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და რაც ყველაზე მთავარია - შესაძლებელია ასეთ მცურავ ქალაქებში დასახლდეს ხალხი მსოფლიო ოკეანის დონის გარდაუვალი მატებისას. 

image.jpeg 

პროექტს საფუძვლად უდევს ახალი მატერიალი Biorock. მისი მიღება ხდება წყალქვეშა მინერალების ელექტრობით დამუშავებით. შედეგად იქმნება საფარი მასალა, რომელიც ბეტონზე ორჯერ მყარია, თუმცა ცურვას ხელს არ უშლის. ეს მასალა დაიცავს ჰექსაგონის ფორმის მცურავ პლატფორმებს ტალღების დარტყმისაგან.  

image.jpeg 

სამეზობლო, სოფელი და ქალაქი 

კონცეფციის თანახმად ერთ მცურავ სოფელში განთავსებული იქნება საცხოვრებელი 300 ადამიანისათვის, ასევე რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი. ექვსი სოფლის გაერთიანებით კი ქალაქი მიიღება. საბაზისო დასახლებას შეუძლია გადაადგილება, შესაძლებელია მისი ადგილიდან გადატანა „ბუქსირებით“, რათა მოსცილდეს ქარიშხლის ან ცუნამის ზონას. 

image.jpeg 

მცურავ ქალაქში არ იქნება წარმოდგენილი დიდი მექანიზმები, ტრანსპორტი - მოკლედ არაფერი, რაც ენერგიის დიდ დანახარჯს მოითხოვს. მაცხოვრებლები გადაადგილდებიან ფეხით, ველოსიპედებით ან ნავებით. წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე დრონი, რათა გაკონტროლდეს არსებული ვითარება. შენობა-ნაგებობები დამზადებული იქნება ბამბუკისაგან. რადგანა იგი სწრაფდ იზრდება, მთელი ნარჩენები, ნაგავი დახარისხდება და გადამუშავდება - ამ მიზანთან შეუსაბამო მასალები ქალაქში აკრძალული იქნება. 

image.jpeg 

წყლის წყარო იქნება ატმოსფეროდან მიღებული წყლის ორთქლის კონდენსატორები. პლატფორმის ზედა ნაწილი განკუთვნილი იქნება საცხოვრებლად და სამუშაოდ, ქვედა ნაწილში კი განთავსდება თევზის ფერმები, მოლუსკების კოლონიები, საკვებად ვარგისი წყალმცენარეების ბაღები. თევზებისგან მიღებულ ნარჩენებს მცენარეების გასანოყიერებლად გამოიყენებენ, ადამიანების მორჩენილი საკვებით კი თევზებს გამოკვებავენ. მცურავ ქალაქში არ იქნება ხორბლის ყანები, ხილი და რძის პროდუქტები, მათი შემოტანა ხმელეთიდან იქნება საჭირო. თუმცა, ქალაქი სავსებით უზრუნველყოფს მაცხოვრებლებს საბაზისო კვებით და შეძლებს თვეობით იარსებოს ავტონომიურად ხმელეთისგან დამოუკიდებლად. 

image.jpeg 

კონცეპტის ვიდეოკონტენტი იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=e8BMOeGeGcs 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.