Magdalena

Mi TV ტელევიზორების დებიუტი: ფასი 160 დოლარიდან, ეკრანი 65"-მდე

Recommended Posts

ჩინურმა კომპანია Xiaomi- წარადგინა ახალი სმარტ-ტელევიზორების სერია  Mi TV, რომლებზე შეკვეთებიც უახლოეს დროში დაიწყება. 

image.jpeg 

ტელევიზორების სერიაში წარმოდგენილია ოთხი მოდელი ეკრანის დიაგონალებით - 23, 43, 55 და 56 დუიმი. ტელევიზორებს ოთხბირთვიანი 64-ბიტიანი პროცესორები აქვთ, პროგრამულ პლატფორმად კი გამოყენებულია საფირმო სისტემა PatchWall, რომელიც მოიცავს ინტუიციურ ინტერფეისს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით. 

  • 32-დუიმიანი პანელის გაფართოებაა 1366 × 768 პიქსელი (HD). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 4 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. 

  • 43-დუიმიანი ტელევიზორის ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს ( 1920 × 1080 პიქსელი). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება. 

image.jpeg 

  • 55- და 65-დუიმიანი მოდელების გაფართოება 4K ფორმატს შეესაბამება (3840 × 2160 პიქსელი). მათ 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება აქვთ. 

ოთხივე მოდელს აქვს Bluetooth Low Energy (LE) და Wi-Fi უსადენო კავშირების მხარდაჭერა. აღსანიშნავია მათი წვრილი ჩარჩოები და უკანა პანელის გაუმჯობესებული დიზაინი. კომპლექტი შეცავს დისტაციური მართვის Bluetooth-პულტს, რომელსაც აქვს ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა. 

ფასები: 

32-დუიმიანი მოდელი - 160 აშშ დოლარი; 

43-დუიმიანი - 300 დოლარი; 

55-დუიმიანი - 450 დოლარი და 

65-დუიმიანი მოდელი - 600 აშშ დოლარი. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now