Magdalena Posted April 23, 2019 Share Posted April 23, 2019 NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათის ოფიციალურ ანონსამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალი გრაფიკული ადაპტერის ფასი იქნებოდა 165-დან 215 დოლარამდე მოდიფიკაციების შესაბამისად. Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა GeForce GTX 1650 ბარათის (შეფუთვის) ფოტო, რომელიც განთავსებულია ერთ-ერთ მაღაზიაში. ფოტოს თანახმად, Gigabyte GeForce GTX 1650 ბარათის ფასი 150 აშშ დოლარს შეადგენს. ბარათის გაყიდვა დაიწყება დღეიდან, 23 აპრილიდან პრეზენტაციის შემდეგ. Gigabyte-ის მიერ წარმოებული GeForce GTX 1650 ვერსია Gigabyte-მა დაამზადა GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათი, რომლის სიგრძე სულ რაღაც 152 სანტიმეტრს შეადგენს. ვიდეო ბარათი წარმოდგენილია 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებითა და 128- ბიტიანი სისტემური სალტით, მუშაობს 1680/8002 მეგაჰერც სიხშირეზე. გაგრილების სისტემა წარმოდგენილია ერთადერთი, 80 მილიმეტრიანი ვენტილატორით. Gigabyte-ის მიერ დამზადებული GeForce GTX 1650 ბარათის ყველაზე გრძელი ვერსია აღჭურვილია ორი, 100-მილიმეტრიანი ვენტილატორით და დამატებითი კვების 6-პინიანი კონექტორით. ამ ვიდეო ბარათის სიხშირე 1815/8002 მეგაჰერცს შეადგენს. ორი, 90-მილიმეტრიანი ვენტილატორის გამოყენების წყალობით მორიგი ბარათის გაბარიტული სიგრძე შემცირებულია 229 მილიმეტრამდე. მასაც აქვს 6-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი, სიხშირე კი შეადგენს 1785/8002 მეგაჰერცს. GeForce GTX 1650 ბარათის კიდევ ერთი ვარიანტი წარმოდგენილია ასევე 90-მილიმეტრიანი ორი ვენტილატორით, ბარათის სიგრძე კი 191 მილიმეტრია. ამ ვიდეო ბარათზე არ არის დამატებითი კვების კონექტორი, ტაქტის სიხშირე კი შეადგენს 1710/8002 მეგაჰერცს. ყველა ჩამოთვლილ ვიდეო ბარათს აქვს 4 გიგაბაიტიანი GDDR5 ტიპის მეხსიერება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25999/nvidia-geforce-gtx-1650-dobralas-do-prilavkov-magazinov-po-rekomendovannoj-cene-150-dollarov https://overclockers.ru/hardnews/show/96821/gigabyte-podgotovila-versiju-geforce-gtx-1650-dlinoj-vsego-152-mm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
achi1997 Posted April 24, 2019 Share Posted April 24, 2019 და კონკურენციას გაუწევს რომელს 1050TI-ს და 1060 3გეგაბაიტიან ერსიას? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 24, 2019 Share Posted April 24, 2019 რეალურათ უფრო ჩემი კარტის დონის ჩანს DX11, DX12 უფრო მძლავრი იქნება 780Ti, 1050Ti და 1060 3გბ შვაში უფრო დგას მემგონი, ზოგან კარგი პერფორმანსი აქვს საკმაოთ, GTX970 დონის უფროა მემგონი, ბევრ იგრებში 470 ჯაბნის მაგ კარტას, 1050Ti-ს ჯობია ნამდვილათ ეგ ახალი ბიუჯეტური კარტა, 1060 3გბ უკვე ვეღარ ჯაბნის, ნუ ალბათ GTX970-470 ოდნავ სუსტი იქნება მთლიან ჯამში, ძველი კარტებიდან GTX780Ti-290 სიმძლავრე უნდა ქონდეს სადღაც გააჩნია თამაშს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted June 5, 2019 Share Posted June 5, 2019 რა აზრი აქვს ამ ბიუჯეტური კარტების გამოშვებას, არაფერი წინსვლა ფასი/წარმადობის მხრივ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 5, 2019 Share Posted June 5, 2019 ისევ და ისევ 4K HDR ვიდეობის გასაშვებათ არის ოპტიმალური და 1080P რაღაც დონეზე მაქინც გათამაშებს ბოლო იგრებს 60 გერციან მონიკზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.