Jump to content

NVIDIA GeForce GTX 1650 ოფიციალურ ანონსამდე გამოჩნდა მაღაზიებში 150 აშშ დოლარად


Recommended Posts

NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათის ოფიციალურ ანონსამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალი გრაფიკული ადაპტერის ფასი იქნებოდა 165-დან 215 დოლარამდე მოდიფიკაციების შესაბამისად. 
image.jpeg 

Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა GeForce GTX 1650 ბარათის (შეფუთვის) ფოტო, რომელიც განთავსებულია ერთ-ერთ მაღაზიაში. ფოტოს თანახმად, Gigabyte GeForce GTX 1650 ბარათის ფასი 150 აშშ დოლარს შეადგენს. ბარათის გაყიდვა დაიწყება დღეიდან, 23 აპრილიდან პრეზენტაციის შემდეგ. 

Gigabyte-ის მიერ წარმოებული GeForce GTX 1650 ვერსია 

Gigabyte-მა დაამზადა GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათი, რომლის სიგრძე სულ რაღაც 152 სანტიმეტრს შეადგენს. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათი წარმოდგენილია 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებითა და 128- ბიტიანი სისტემური სალტით, მუშაობს 1680/8002 მეგაჰერც სიხშირეზე. გაგრილების სისტემა წარმოდგენილია ერთადერთი, 80 მილიმეტრიანი ვენტილატორით. 

image.jpeg 

 

 
 

Gigabyte-ის მიერ დამზადებული GeForce GTX 1650 ბარათის ყველაზე გრძელი ვერსია აღჭურვილია ორი, 100-მილიმეტრიანი ვენტილატორით და დამატებით კვების 6-პინიანი კონექტორით. ამ ვიდეო ბარათის სიხშირე 1815/8002 მეგაჰერცს შეადგენს. 

 
 

image.jpeg 

ორი, 90-მილიმეტრიანი ვენტილატორის გამოყენების წყალობით მორიგი ბარათის გაბარიტული სიგრძე შემცირებულია 229 მილიმეტრამდე. მასაც აქვს 6-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი, სიხშირე კი შეადგენს 1785/8002 მეგაჰერცს. 

image.jpeg 

GeForce GTX 1650 ბარათის კიდევ ერთი ვარიანტი წარმოდგენილია ასევე 90-მილიმეტრიანი ორი ვენტილატორით, ბარათის სიგრძე კი 191 მილიმეტრია. ამ ვიდეო ბარათზე არ არის  დამატებით კვების კონექტორი, ტაქტის სიხშირე კი შეადგენს 1710/8002 მეგაჰერცს. ყველა ჩამოთვლილ ვიდეო ბარათს აქვს 4 გიგაბაიტიანი GDDR5 ტიპის მეხსიერება. 

Link to comment
Share on other sites

რეალურათ უფრო ჩემი კარტის დონის ჩანს DX11, DX12 უფრო მძლავრი იქნება 780Ti,  1050Ti და 1060 3გბ შვაში უფრო დგას მემგონი, ზოგან კარგი პერფორმანსი აქვს საკმაოთ, GTX970 დონის უფროა მემგონი, ბევრ იგრებში 470 ჯაბნის მაგ კარტას, 1050Ti-ს ჯობია ნამდვილათ ეგ ახალი ბიუჯეტური კარტა, 1060 3გბ უკვე ვეღარ ჯაბნის, ნუ ალბათ GTX970-470 ოდნავ სუსტი იქნება მთლიან ჯამში, ძველი კარტებიდან GTX780Ti-290 სიმძლავრე უნდა ქონდეს სადღაც გააჩნია თამაშს

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

რა აზრი აქვს ამ ბიუჯეტური კარტების გამოშვებას, არაფერი წინსვლა ფასი/წარმადობის მხრივ

Link to comment
Share on other sites

 ისევ და ისევ 4K HDR ვიდეობის გასაშვებათ არის ოპტიმალური და 1080P რაღაც დონეზე მაქინც გათამაშებს ბოლო იგრებს 60 გერციან მონიკზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.