Magdalena Posted April 22, 2019 Share Posted April 22, 2019 2019 წლის მარტში კომპანია SpaceX-მა წარმატებით შეძლო თავისი კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის მიერთება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. მომავალში კომპანია გეგმავს განახორციელოს პილოტირებული ფრენები ორი ასტრონავტით, ამიტომაც ატარებს რაკეტის გულმოდგინე გამოცდებს და ცდილობს გამოსწოროს ყველა გამოვლენილი პრობლემა. ამჯერად კომპანიამ განახორციელა ავარიული ძრავის, SuperDraco-ს ტესტირება და როგორც აღმოჩნდა, გაუმართაობა დაფიქსირდა - დამკვირვებლებმა დაინახეს, რომ საგამოცდო ტერიტორიას კვამლი ასდიოდა. SpaceX-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტესტირების დროს ძრავს ნადვილად შეექმნა პრობლემა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პირველი ნაწილი კარგად მიდიოდა, შემდეგ კი მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. იმისათვის, რომ ავარიის მიზეზი გამოეკვლიათ, SpaceX-ი გაერთიანდა NASA-ს ექსპერტებთან ერთად. როგორც აღმოჩნდა, მთავარი მიზეზი ძრავის აალება გახდა - მასში გამოყენებულია აზოტის ტეტროქსიდი, საწვავად კი გამოიყენება მონომეთილჰიდრაზინი, ეს ორი ნივთიერება ერთმანეთთან შეხებისას ალდება. NASA-ს წარმომადგენლის თქმით ამგვარი გამოცდების წყალობით მათ შეუძლიათ გამოავლინონ პრობლემები იქამდე, სანამ ისინი დიდ ზიანს მოიტანს. ამჟამად არავინ დაშავებულა და რომ არა ეს გამოცდა, სამომავლოდ შესაძლოა ასტრონავტები დაღუპულიყვნენ. სავარაუდოდ, Crew Dragon-ის პილოტირებული ფრენის ვადა გადაიდება 2019 წლის ნოემბრამდე გარკვეული მიზეზების გამო. https://hi-news.ru/space/vo-vremya-ispytaniya-avarijnyx-dvigatelej-korablya-crew-dragon-voznikla-avariya.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.