Jump to content

Gigabyte X470 Aorus Gaming 7 WiFi-50: AMD-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დედა დაფა


Recommended Posts

კომპანია Gigabyte-მა გადაწყვიტა აღნიშნოს AMD-ის 50-წლიანი იუბილე და ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით მოამზადა ახალი დედა დაფა X470 Aorus Gaming 7 WiFi-50. შეგახსენებთ, რომ ნახევარსაუკუნოვანი იუბილესთვის თავად AMD გამოუშვებს Ryzen 7 2700X პროცესორის სპეციალურ ვერსიას, Sapphire კი - ახალ Radeon RX 590 ვიდეო ბარათს. 

image.jpeg 

X470 Aorus Gaming 7 WiFi-50 დედა დაფა ვიზუალურად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი X470 Aorus Gaming 7 WiFi-სგან. მხოლოდ ერთ მცირე ელემენტზეა გამოსახული წარწერა „50“. დაფის შეფუთვაზეც განთავსებულია AMD-ის იუბილესთან დაკავშირებული წარწერა. 

image.jpeg 

მარცხნივ — X470 Aorus Gaming 7 WiFi-50, მარჯვნივ — X470 Aorus Gaming 7 WiFi 

დედა დაფა X470 Aorus Gaming 7 WiFi-50 აგებულია AMD X470-ის სისტემურ ლოგიკაზე და განკუთვნილია მაღალი წარმადობის გეიმინგ-სისტემებისათვის AMD-ის პროცესორებზე Socket AM4 შესრულებით. დაფას აქვს 10+2 ფაზიანი კვების ქვესისტემა, 4- და 8-პიანიანი დამატებით კვების კონექტორები და საკმაოდ მოზრდილი რადიატორი სითბური მილებით. ახალ დედა დაფაზე განთავსებულია DDR4 მეხსიერების მოდულის ოთხი სლოტი (3600 მჰც სიხშირიდან). ასევე ხელმისაწვდომია სამი სლოტი PCI Express 3.0 x16 და ერთი PCI Express 3.0 x1, აგრეთვე ორი სლოტი  M.2 და ექვსი პორტი SATA III. 

image.jpeg 

დედა დაფის აუდიო ქვესისტემა აგებულია Realtek ALC1220-VB კოდეკსა და ES9118 Sabre HiFi ჩიპზე. სადენიან ქსელურ კავშირზე პასუხისმგებელია Intel-ის გიგაბიტური კონტროლერი. ხელმისაწვდომია უსადენო მოდულიც, რომელსაც აქვს Wi-Fi 802.11ac-ისა და Bluetooth 5.0-ის მხარდაჭერა. 

უკანა პანელზე მოცემულია ექვსი USB 3.0 პორტი, თითო USB 3.1 Type-C და Type-A პორტი, ორი USB 2.0, ქსელური პორტი და აუდიოკონექტორების ნაკრები. აქვეა განთავსებული ღილაკები ჩართვა/გადატვირთვისა და BIOS-ის პარამეტრებისთვის. ენთუზიასებისათვის BIOS-ის მიკროსქემებს შორის მოცემულია გადამრთველი OC“, ავტომატური აჩქარებისათვის და ორი კონექტორი ტემპერატურის სენსორებისათვის. დედა დაფა წარმოდგენილია RGB RGB განათებით. 

image.jpeg 

კომპანია Gigabyte-მა ჯერჯერობით არ გაამხილა X470 Aorus Gaming 7 WiFi-50 დაფის ფასი და გაყიდვების დაწყების თარიღი, თუმცა სავარაუდოდ გაყიდვა დაიწყება 1 მაისიდან, რადგანაც AMD-ის იუბილე სწორედ ამ დღეს გახლავთ. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.