Magdalena Posted April 17, 2019 Share Posted April 17, 2019 VolksWagen-მა შანხაის ავტოსალონზე წარადგინა ახალი ელექტრომობილის კონცეპტი. გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი მანქანის კოდური სახელია ID Roomzz და იგი აღჭურვილი იქნება მთლიანად ელექტრო ძრავით, ექნება მეოთხე დონის ავტონომიური შესაძლებლობები და ჩინეთის ბაზარზე გამოვა 2021 წელს. ID Roomzz წარმოდგენილი იქნება 82 კვტ. სიმძლავრის აკუმულატორით, რომელიც უზრუნველყოფს 450 კილომეტრის გავლას ერთ დატენვაზე და შეესაბამება ევროკავშირის WLTP სტანდარტს. ავტომწარმოებლის თქმით, ელექტრომობილი 80%-მდე დაიტენება 30 წუთში 150 ვატიანი სწრაფი დატენვის სისტემის მეშვეობით. ქროსოვერი გადაადგილდება ზედმეტი ძალისხმევების გარეშე - უხმაუროდ და მავნე გამონაბოლქვის გარეშე - აცხადებს მწარმოებელი. Roomzz ახდენს კომპანიის უნივერსალური პლატფორმის - MEB-ის შესაძლებლობების დემონსტრირებას. MEB - Modulare E-Antriebs-Baukasten - ანუ მოდულური ელექტრო მოძრაობის მატრიცა საფუძვლად უდევს 10 მილიონ ელექტრომობილს და მასზე კომპანია დიდ ფსონს დებს. Roomzz შეუერთდა VW-ის მზარდ სერიას - ავტონომიური ელექტრომობილების ახალ თაობას. სერიის სხვა მონაწილეები არიან: Vizzion: 400 მილიანი დიაპაზონი, 75 კილოვატიანი ბატარეა, სედანი; Crozz: ავტონომიური ქროსოვერი (SUV); Buzz da Buzz Cargo: მიკროავტობუსის ორი კონცეპტი; Buggy: კლასიკური ამერიკული დიუნების (dune) buggy-ის თანამედროვე რეინტერპრეტაცია. თუმცა, როგორც კონცეფცია, Roomzz - ეს მხოლოდ შაბლონია, რომელზეც VW დააპროექტებს თავის ფუტურისტულ იდეებს. მაგალითად, ორი წინა სავარძელი შესაძლებელია მობრუნდეს 25 გრადუსით, რათა უზრუნველყოფილ იქნას უფრო მოხერხებული კომუნიკაცია მგზავრებს შორის იმ დროს, როდესაც ელექტრომობილი ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს. უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ოპერატორები ჯერ კიდევ ფრთხილად ეკიდებიან გააკეთონ პროგნოზი ავტონომიური ტრანსპორტის მასიურ გავრცელებასთან დაკავშირებით. https://www.theverge.com/2019/4/15/18311526/vw-electric-suv-id-roomzz-shanghai-auto-show-2019 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.