Jump to content

Volkswagen-ის მორიგი ელექტრო SUV ფუტურისტულ ID-ლაინაფში


Recommended Posts

VolksWagen-მა შანხაის ავტოსალონზე წარადგინა ახალი ელექტრომობილის კონცეპტი. გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი მანქანის კოდური სახელია ID Roomzz და იგი აღჭურვილი იქნება მთლიანად ელექტრო ძრავით, ექნება მეოთხე დონის ავტონომიური შესაძლებლობები და ჩინეთის ბაზარზე გამოვა 2021 წელს. 

image.png 

ID Roomzz წარმოდგენილი იქნება 82 კვტ. სიმძლავრის აკუმულატორით, რომელიც უზრუნველყოფს 450 კილომეტრის გავლას ერთ დატენვაზე და შეესაბამება ევროკავშირის WLTP სტანდარტს. ავტომწარმოებლის თქმით, ელექტრომობილი 80%-მდე დაიტენება 30 წუთში 150 ვატიანი სწრაფი დატენვის სისტემის მეშვეობით. ქროსოვერი გადაადგილდება ზედმეტი ძალისხმევების გარეშე - უხმაუროდ და მავნე გამონაბოლქვის გარეშე - აცხადებს მწარმოებელი. 

image.png 

Roomzz ახდენს კომპანიის უნივერსალური პლატფორმის - MEB-ის შესაძლებლობების დემონსტრირებას. MEB - Modulare E-Antriebs-Baukasten - ანუ მოდულური ელექტრო მოძრაობის მატრიცა საფუძვლად უდევს 10 მილიონ ელექტრომობილს და მასზე კომპანია დიდ ფსონს დებს. 

Roomzz შეუერთდა VW-ის მზარდ სერიას - ავტონომიური ელექტრომობილების ახალ თაობას. სერიის სხვა მონაწილეები არიან:  

  • Vizzion: 400 მილიანი დიაპაზონი, 75 კილოვატიანი ბატარეა, სედანი;  

  • Crozz: ავტონომიური ქროსოვერი (SUV); 

  • Buzz da Buzz Cargo: მიკროავტობუსის ორი კონცეპტი; 

  • Buggy: კლასიკური ამერიკული დიუნების (dune) buggy-ის თანამედროვე რეინტერპრეტაცია. 

image.png 

თუმცა, როგორც კონცეფცია, Roomzz - ეს მხოლოდ შაბლონია, რომელზეც VW დააპროექტებს თავის ფუტურისტულ იდეებს. მაგალითად, ორი წინა სავარძელი შესაძლებელია მობრუნდეს 25 გრადუსით, რათა უზრუნველყოფილ იქნას უფრო მოხერხებული კომუნიკაცია მგზავრებს შორის იმ დროს, როდესაც ელექტრომობილი ავტონომიურ რეჟიმში მუშავებს.  

უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ოპერატორები ჯერ კიდევ ფრთხილად ეკიდებიან გააკეთონ პროგნოზი ავტონომიური ტრანსპორტის მასიურ გავრცელებასთან დაკავშირებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.