Magdalena

Sony-მ წარადგინა 16К გაფართოების მქონე უზარმაზარი Micro LED დისპლეი

Recommended Posts

CES 2019-ზე წარმოდგენილი სიახლეებიდან ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო Samsung-ის 219 დუიმიანი დისპლეი The Wall. კომპანია Sony-მ გადაწყვიტა არ ჩამორჩენოდა და შექმნა საკუთარი გიგანტური Micro LED დისპლეი, რომლის სიმაღლეა 5,18 მეტრი, სიგანე კი - 19,20 მეტრი. ფანტასტიკური გაბარიტების მქონე დისპლეი წარმოდგენილ იქნა ლას-ვეგასში გამართულ ეროვნული ასოციაციის გამოფენაზე. Sony-ს დისპლეის აქვს 16K გაფართოების მხარდაჭერა (15360 × 8640 პიქსელი). 

image.jpeg 

ამ დრომდე უკვე იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ Samsung-ს სურს დაიწყოს 8K გაფართოების ტელევიზორების მასიური გამოშვება და მიწოდება, თუმცა თანამედროვე ტელევიზიის შესაძლებლობები შორსაა ამ ფორმატისგან. მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიების მიერ შექმნილი კონტენტი ვერ აღწევს 4K ხარისხამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდევ უფრო მაღალ გაფართოებაზე. 

სპეციალისტები თვლიან, რომ უახლოეს ათწლეულში კაცობრიობა ჯერ მხოლოდ დაიწყებს მიახლოებას 8K ტელევიზიასთან და კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ტექნოლოგია სამომხმარებლო ბაზარს საშუალებას მისცემს გადააბიოს ამ ზღვარს. ეს ნიშნავს, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში 16K გაფართოების მქონე დისპლეები გამოყენებული იქნება მხოლოდ კორპორატიულ სეგმენტში. 

Sony-ს გიგანტური დისპლეი საშუალებას იძლევა საოცრად შთამბეჭდავი და რეალისტური გამოსახულება გადმოიცეს. რა საკვირველია, ბევრი რამ არის დამოკიდებული კონტენტის შემქმნელებზეც. იმისათვის, რომ ხსენებული დისპლეის მეშვეობით გამოსახულების დემონსტრირება მოეხდინა, Sony-ს მოუწია თავად შეექმნა საკუთარი 16K ფორმატის კონტენტი. ახლო ხედიდა დათვალიერებისას შესაძლებელია  წვრილი გადაბმის ადგილების შემჩნეა, სადაც რამოდენიმე პანელი ერთიანდება ერთ უზარმაზარ დისპლეიდ. 

  • Thanks 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now