Magdalena Posted April 11, 2019 Share Posted April 11, 2019 YouTube ინვესტირებას ახდენს ახალ ინტერაქტიულ სერიაში „Choose Your Own Adventure-style“, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა Netflix-ის Black Mirror: Bandersnatch და You Vs. Wild. YouTube-ის წარმომადგენლის თქმით, პროექტები იარსებებს და იმოქმედებს ახალი ქვეგანყოფილების ფარგლებში, რომელიც მიძღვნილი იქნება ინტერაქტიულ პროგრამირებასა და სპეციალურ live-შემოთავაზებებს. შემუშავების ეტაპზე არსებული სერიები პირველ რიგში დაფუძნებული იქნება ინტერაქტიულობაზე. კომპანია ასევე დანერგავს პროდუქტის გარკვეულ ფუნქციებს YouTube Originals-ში. კომპანია აპირებს ერთ-ერთი ასეთი ახალი პროექტი უახლოეს პერიოდში დააანონსოს, აცხადებს პრეს-მდივანი. წარსულში YouTube-ს აქვს უკვე ნაცადი ექსპერიმენტები ინტერაქტიულ რეკლამირებაში. ახლანდელი გადაწყვეტილება კი წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ინტერაქტიული ნარატიული კონტენტის შექმნისკენ. შესაბამისად, პროექტი თეორიულად გახდება ისეთი წარმატებული და პოპულარული პროგრამის პირდაპირი კონკურენტი, როგორიცაა Netflix-ის Bandersnatch. ხსენებული სიახლე გახმაურდა იმ შემთხვევიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც The Hollywood Reporter-მა განაცხადა, რომ YouTube-მა ჯამში შეზღუდა ორიგინალი სერიალების რაოდენობა. The Hollywood Reporter-ის მიხედვით, YouTube-მა უნდა დაიწყოს 2020 წლიდან მუშაობა ბიუჯეტის სერიოზულ შეზღუდვაზე. უცნობია, კონკრეტულად რომელ და რა სახის ინტერაქტიულ პროგრამებსა და სპეციალურ ტრანსლაციებში განახორციელებს YouTube ინვესტირებას. https://www.theverge.com/2019/4/9/18303407/youtube-choose-your-own-adventure-netflix-black-mirror-bandersnatch-originals Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.