Jump to content

YouTube გეგმავს შექმნას საკუთარი ინტერაქტიული სათავგადასავლო სტილის კონტენტი


Recommended Posts

YouTube ინვესტირებას ახდენს ახალ ინტერაქტიულ სერიაში „Choose Your Own Adventure-style“, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა Netflix-ის Black Mirror: Bandersnatch და You Vs. Wild. 

YouTube-ის წარმომადგენლის თქმით, პროექტები იარსებებს და იმოქმედებს ახალი ქვეგანყოფილების ფარგლებში, რომელიც მიძღვნილი იქნება ინტერაქტიულ პროგრამირებასა და სპეციალურ live-შემოთავაზებებს. შემუშავების ეტაპზე არსებული სერიები პირველ რიგში დაფუძნებული იქნება ინტერაქტიულობაზე. კომპანია ასევე დანერგავს პროდუქტის გარკვეულ ფუნქციებს YouTube Originals-ში. კომპანია აპირებს ერთ-ერთი ასეთი ახალი პროექტი უახლოეს პერიოდში დააანონსოს, აცხადებს პრეს-მდივანი. 

image.jpeg 

წარსულში YouTube-ს აქვს უკვე ნაცადი ექსპერიმენტები ინტერაქტიულ რეკლამირებაში. ახლანდელი გადაწყვეტილება კი წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ინტერაქტიული ნარატიული კონტენტის შექმნისკენ. შესაბამისად, პროექტი თეორიულად გახდება  ისეთი წარმატებული და პოპულარული პროგრამის პირდაპირი კონკურენტი, როგორიცაა Netflix-ის Bandersnatch. 

ხსენებული სიახლე გახმაურდა იმ შემთხვევიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც The Hollywood Reporter-მა განაცხადა, რომ YouTube-მა ჯამში შეზღუდა ორიგინალი სერიალების რაოდენობა. The Hollywood Reporter-ის მიხედვით, YouTube-მა უნდა დაიწყოს 2020 წლიდან მუშაობა ბიუჯეტის სერიოზულ შეზღუდვაზე. უცნობია, კონკრეტულად რომელ და რა სახის ინტერაქტიულ პროგრამებსა და  სპეციალურ ტრანსლაციებში განახორციელებს YouTube ინვესტირებას. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.