Jump to content

კომპანია Rocket Lab აწარმოებს უნივერსალურ პლატფორმას თანამგზავრებისთვის


Recommended Posts

ამერიკულმა კომპანია Rocket Lab-მა განაცხადა, რომ იწყებს უნივერსალური თანამგზავრული პლატფორმების აწყობაზე მუშაობას. ამჟამად კომპანია ფუნქციონირებს მხოლოდ როგორც კონტრაქტორი და ახდენს იმ კომპაქტური თანამგზავრების მიწოდება, რომლებიც სხვა კომპანიების მიერაა შექმნილი. პორტალი The Verge აღნიშნავს, რომ Rocket Lab არ აპირებს დაკავდეს საკუთარი თანამგზავრების სრულფასოვანი შემუშავებით. მას სხვა მიდგომა აქვს არჩეული. 

image.jpeg 

კომპანია აპირებს ბლოკ Photon-ის ბაზაზე შექმნას უნივერსალური პლატფორმა, რომელიც აღჭურვილი იქნება საბაზისო კომპონენტების აუცილებელი ნაკრებით: ექნება საკუთარი სარაკეტო ძრავი, სატელეკომუნიკაციო ქვესისტემა, გარე აპარატურის ინტეგრირებისთვის საჭირო ინტერფეისები. 

ხშირად თანამგზავრების ოპერატორებს უწევთ ნულიდან შექმნან ახალი კოსმოსური აპარატი მხოლოდ იმისათვის, რომ განათავსონ დედამიწის ახლო ორბიტაზე რაიმე სენსორი ან ახალი ოპტიკური აღჭურვილობა. ამაზე კი ძალიან ბევრი დრო და თანხა იხარჯება. კომპანია Rocket Lab-ის ხელმძღვანელის, პიტერ ნეკის აზრით, მისი კომპანიის შემოთავაზება დამკვეთებს საშუალებას მისცემს გამოტოვონ ახალი კოსმოსური აპარტის აწყობის ეტაპი. ორბიტაზე განსათავსებელი აუცილებელი აღჭურვილობის ინტეგრირება შესაძებელი იქნება უკვე მზა უნივერსალურ პლატფორმაზე და უკვე შემდეგ მოხდება აპარატის კოსმოსში გაშვება. კომპანიას დაგეგმილი აქვს არა მარტო ააწყოს და გაუშვას ამ პლატფორმაზე თანამგზავრები,  რამედ გაშვების შემდეგ პასუხი აგოს მათ ექსპლუატაციაზე. 

image.jpeg 

 

პლატფორმა Photon-ს მრგვალი კორპუსი აქვს, მისი დიამეტრი 1,2 მეტრს შეადგენს. შეუძლია იმუშაოს 170 კგ წონის აპარატურით. პლატფორმის ენერგეტიკული მოთხოვნილება უზრუნველყოფილი იქნება მასზე არსებული მზის პანელებით. Photon-ი აღჭურვილია  სხვადასხვა ინტერფეისით მათზე სხვადასხვა აპარატურის ინტეგრირებისთვის (დამკვეთის სურვილის შესაბამისად). მათ შორისაა ინტერფეისები: LVDS, Ethernet, CAN და RS422/485.  

როგორც ცნობილია, Rocket Lab-ა უკვე იპოვა ორი დამკვეთი, რომლებიც დაინტერესდნენ კომპანიის მიდგომებითა და მისი უნივერსალური პლატფორმის იდეით. დამკვეთების ვინაობა არ სახელდება, ერთი მათგანი კერძ კომპანიაა, მეორე კი სახელმწიფო დაწესებულება. ახალი პლატფორმის პირველი სადემონსტრაციო გაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.