Jump to content

Google Maps დაიმატებს Waze-ის ერთ-ერთ საუკეთესო ფუნქციას


Magdalena

Recommended Posts

image.png

გზებზე არსებული შეფერხებებისა და ინციდენტების, მაგალითად საცობებისა და ავარიების შესახებ შეტყობინების გაკეთების ფუნქცია Google-ის კუთვნილი Waze-ის მთავარი პროდუქტია უკვე მრავალი წელია. თუმცა მხოლოდ გასულ წელს მოხვდა იგი Google Maps-ის აპლიკაციაში. 

ამჟამად კი ინტერნეტ-წყარო 9to5Google-ის თანახმად, Android-აპლიკაციის ბოლო ვერსიაში დაემატება მოხსენების გაკეთების საშუალება ინციდენტების შესახებ, რაც შენელებული მოძრაობის პარამეტრებსაც მოიცავს. ამ დრომდე აპლიკაციის მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა ინციდენტის შესახებ ეცნობებინათ პოლიციის საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების მართვისთვის, თუმცა არ არსებობდა საშუალება - სხვა მომხმარებლებისთვის საჩვენებლად „ხელით“ მოენიშნათ გზებზე არსებული საცობები. 

image.png 

9to5Google აღნიშნავს, რომ ეს ფუნქცია მიმდინარე კვირაში უნდა გააქტიურდეს. ჯერჯერობით უცნობია, იგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის თუ iOS-მომხმარებლებიც მიიღებენ ამ ფუნქციას ახლო მომავალში. Google-ისგან ხსენებულ ფუნქციასთან დაკავშირებით კომენტარის მიება ჯერ ვერ განხორციელდა. 

ამ დროისთვის ისიც უცნობია, რამდენად ფართო იქნება ზემოთხსენებული ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა და ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს თუ ვერა მისით სარგებლობას. ყოველ შემხვევაში, მისი ამოქმედებისთანავე Google Maps-ი ბევრად უფრო სასარგებლო გახდება იმ შემხვევების შესახებ შეტყობინებების დამატებით, რასაც უშუალოდ მომხმარებლები აღნიშნავენ აპლიკაციაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.