Jump to content

ისტორიაში პირველად შეიქმნა გენმოდიფიცირებული რეპტილია


Recommended Posts

CRISP-ის გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის შესახებ სიახლეები რეგულარულად ხდება ცნობილი. სულ მცირეოდენი ხნის წინ მეცნიერებმა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთ უჯრედში 13 ათასი ცვლილების შესატანად, ამჯერად კი იგი პირველად იქნა გამოყენებული რეპტილიის გენის რედაქტირებისთვის. პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული რეპტილიები გახლავთ ყავისფერი Anolis sagrei ჯიშის წარმომადგენლები - გენების შეცვლის შემდეგ მათ ბაცი ვარდისფერი-მოთეთრო შეფერილობა მიიღეს და გახდნენ ალბინოსები. 

image.jpeg 

რეპტილიებში CRISP-მეთოდის გამოყენებისას გარკვეული პრობლემები შეიქმნა - გართულებები დაკავშირებული იყო მათი ორგანიზმის განსაკუთრებულობასთან. როგორც წესი, გენეტიკური კონსტრუქციის ჩანერგვა ხორციელდება პრაქტიკულად კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგვე უმცირეს დროში, რის შემდეგაც ცვლილებები სხვა უჯრედებსაც შეეხება. სამწუხაროდ, ამგვარი ჩვეულებრივი მეთოდის გამოყენება რეპტილიების შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა. ინექციის შეყვანისას იყო ალბათობა, რომ ემბრიონი დაზიანდებოდა. 

image.jpeg 

ფოტოზე ხედავთ ჩვეულებრივ Anolis sagrei ხვლიკსა და მის გენმოდიფიცირებულ ვარიანტს 

მკვლევარებმა გამოსავალი იპოვეს - მათ ინექცია შეიყვანეს გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედშივე. გენური რედაქტირება განიცადა ფერმეტმა ტიროზინაზმა (Tyrosinase - აკონტროლებს მელანინის გამომუშავებას) - მისი დეაქტივაციისას ცოცხალ ორგანიზმებში ალბინოსობა ჩნდება. საერთო ჯამში მეცნიერებმა ინექციები შეიყვანეს 146 კვერცხში, შედეგად კი შეძლეს მიეღოთ მხოლოდ ოთხი თეთრ-ვარდისფერი ხვლიკი. 

ახალი მეთოდის საფუძველზე ჩნდება მოლოდინი, რომ მომავალში მკვლევარები შეძებენ სხვა რეპტილიებშიც განახორციელონ გენების მოდიფიცირება. რა განსაკუთრებულობასა და მახასიათებლებს შეიძენენ სამომავლო არსებები ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.