Jump to content

Astrobees: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამოჩნდება რობოტი „ფუტკრები“ რუტინული სამუშაოების შესასრულებლად


Recommended Posts

2006 წელს კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა SPHERES-რობოტები, რომლებიც განკუთვნილი იყო სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარებისთვის. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ მკვლევარებმა განაგრძეს მსგავსი დამხმარე რობოტების შექმნა და კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა: 2018 წელს სადგურზე გაემართა რობოტი CIMON, 2019 წლის აპრილის ბოლოს კი ასტრონავტების დასახმარებლად გაიგზავნება ორი რობოტი Astrobee. NASA-ს წარმომადგენლის განცხადებით, ეს რობოტები დაკავდებიან რუტინული სამუშაოების შესრულებით, რათა ეკიპაჟის წევრებს მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდეთ სხვა საქმიანობისთვის. 

image.jpeg 

რობოტი ფუტკრები შეიქმნა კალიფორნიაში მდებარე ეიმსის კვლევით ცენტრში. არსობრივად, რობო-ფუტკარი - ეს არის პატარა ყუთი და იგი აღჭურვილია კამერებისა და სენსორების ნაკრებით, რომლებიც განკუთვნილია ნავიგაციისთვის, ეკიპაჟის დაფიქსირებისთვის, ნიმუშების აღებისა და სხვა დავალებებისთვის. რობოტს აგრეთვე აქვს სენსორული დისპლეი, დინამიკები, მიკროფონი და მექანიკური „ხელი“ საგნებთან მიმართებაში სამოქმედოდ. 

image.jpeg 

 

რობო-ფუტკარს შეუძლია იფრინოს უწონობის პირობებში, იგი აკუმულატორიდან იღებს კვებას. როგორც კი დამუხტვის დონე შემცირდება, რობოტი დამოუკიდებლად მიფრინდება უახლოეს დოკ-სადგურთან და შეივსებს მარაგს. 

უამრავი ინსტრუმენტის დახმარებით Astrobee-ს შეუძლია განსაზღვროს საგნების ადგილმდებარეობა. აგრეთვე შეუძლია გააკონტროლოს გარემომცველი პირობები, ჰაერის ხარისხი და ხმაურის დონე. 

კამერებისა და სენსორების წყალობით მიებულ მონაცემებს სრულად გააკონტროლებს დედამიწაზე არსებული მართვის ცენტრი - დააკვირდებიან სადგურზე  საქმიანობის მსვლელობას და მოახდენენ რობოტების მართვას დისტანციური მართვის პულტით. უბრალო დაკვირვების გარდა ოპერატორებს შეეძლებათ კვლევებიც განახორციელონ. 

NASA-ს მკვლევარებს სურთ იხილონ, როგორ წარიმართება რობოტებისა და ადამიანების ურთიერთქმედება იზოლირებულ სივრცეში ხანგრძლივი დროის მანძლზე. ამიტომ სადგურის ეკიპაჟის წევრები და „ფუტკრები“ მუდამ ერთმანეთთან სიახლოვეში იქნებიან. ამგვარი დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში მსგავს რობოტებს გამოიყენებენ სხვადასხვა პლანეტების შემსწავლელ გრძელვადიან მისიებში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.