Jump to content

შემოთავაზება სტარტაპერებისთვის: მოიგეთ ROCKSTART ACCELERATOR-ისგან მოგზაურობა ამსტერდამში EMERGE CHALLENGE-ზე


Recommended Posts

image.jpeg

Rockstart Accelerator-ი გახდა EMERGE CHALLENGE-ის სპეციალური საპრიზო პარტნიორი: რამოდენიმე სტარტაპი მიიღებს სრულიად ანაზღაურებულ მოგზაურობას ამსტერდამში, ნიდერლანდებში, სტარტაპერების შესარჩევ შეკრებაზე. EMERGE CHALLENGE განცხადებების შეტანის ვადას 16 აპრილამდე აგრძელებს. Rockstart Accelerator-ი ეძებს სტარტაპებს შემდეგ სფეროებში: აგროსაკვები (AgriFood), ციფრული ჯანმრთელობა (Digital Health), ინტელექტუალური ენერგია (Smart Energy) და ახალი ტექნოლოგიები (Emerging Technologies). ასე, რომ მსურველებმა არ გაუშვათ შანსი ხელიდან და შეიტანეთ განცხადება ახლავე. 

შესარჩევი დღეები - ეს არის შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპი (მის წინ კიდევ სამი ეტაპია). მასში მიწვევის შანსი ჯამში მხოლოდ რამოდენიმე სტარტაპს და 500+ აპლიკაციას აქვს მთელი მსოფლიოდან. 

შესარჩევ დღეებში გამოვლენილი გამარჯვებული თავის გუნდს წარუდგენს Rockstart-ის საინვესტიციო კომიტეტს და გაეცნობა მათი ქსელის ნაწილს. ინვესტორებისა და იურისტების ჯგუფთან, HR- და ტექნიკურ ექსპერტებთან ერთად Rockstart-ის გუნდი მონაწილე პროექტების კომპლექსურ შემოწმებას განახორციელებს , რათა მიღებულ იქნას მკაფიო წარმოდგენა სტარტაპერებზე, პროდუქტებსა და ბაზარზე. ჯამში აირევა 10 სტარტაპი ACCELERATOR-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის ნიდერლანდებში ან დანიაში (კონკრეტული სტარტაპის დომენის შესაბამისად). 

რას წარმოადგენს Rockstart 

Rockstart-ი ამოქმედდა 2011 წელს ამსტერდამში, როგორც ევროპის ერთ-ერთი პირველი სტარტაპ-აქსელერატორი. დღესღეობით იგი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს და აფართოებს საუკეთესო სტარტაპების შესაძლებლობებს, რათა მათ წარმატებით გაიკვლიონ გზა შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, აგროსაკვები (AgriFood) და განვითარებადი ტექნოლოგიები. კომპანია სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ წვდომა კაპიტალზე, ბაზარზე, შესაბამის სოციალურ ერთობაზე და შეიძინონ გამოცდილება. კომპანია მათ აკავშირებს პარტნიორებთან, ინვესტორებთან, Rockstart-ის ვრცელ ქსელთან. 

image.png 

Rockstart-ი აგრეთვე ქმნის პროგრამებს, რომლებიც სპეციალურადაა შემუშავებული იმისათვის, რომ განვითარდეს თანამშრომლობა სტარტაპებსა და კომერციულ პარტნიორებს  შორის, იგი უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ინვესტიციებზე. Rockstart-ს შემუშავებული და რეალიზებული აქვს პროგრამები შემდეგი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის:  Maersk, Shell, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტრო და ბევრი სხვა. 

დაარსებიდან დღემდე Rockstart-მა მოახდინა 150-ზე მეტი სტარტაპის ინვესტირება, რათა შეეგროვებინათ 87 მილიონ ევროზე მეტი კაპიტალი და დაექირავებინათ 700-ზე მეტი პირი. Rockstart - ეს არის საერთაშორისო გუნდი, რომელიც შედგება 35-ზე მეტი პროფესიონალისგან. გუნდის წევრები დაკავებულნი არიან სტარტაპების მხარდაჭერით, რათა ხელი შეუწყონ მასშტაბირებას და შეცვალონ მათ საქმიანობა უკეთესობისკენ. 

image.png 

რა არის EMERGE CHALLENGE  

მსოფლიოს 15 ქვეყნიდან არსებული სტარტაპები უკვე მონაწილეობენ EMERGE CHALLENGE-ის პროგრამაში. ვინ შეუერთდება შემდეგი? 

აპლიკაციის შევსების პროცესი: 

  • გადადით ვებ-გვერდის Startap Section-ზე და შეიტანეთ განაცხადი Startup Pass-ზე; 

  • შევასეთ განაცხადის ფორმა; 

  • დაელოდეთ 1-2 დღე, სანამ კომპანია განიხილავს თქვენს განცხადებას. რეგულარულად შეამოწმეთ ელ.ფოსტა. თუკი თქვენი სტარტაპი შეესაბამება EMERGE-ს მოთხოვნებს, თქვენ მიიღებთ წერილს გასაუბრებაზე მოწვევის შესახებ. 

 

გასაუბრება დაახლოებით 20 წუთი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შემოწმდება ინგლისური ენის ფლობის დონე, დაზუსტდება ცალკეული საკითხები, რაც თქვენს სტარტაპს ეხება და აგიხსნიან მოქმედების შემდეგ ეტაპს. 

ის, ვინც წარმატებით გაივლის გასაუბრებას, მიიღებს „იღბლიანი გამარჯვებულის“ წერილს, რომელშიც მოცემული იქნება Startup Pass-ის ბმული. 

ბოლო ეტაპი -  ბილეთის მიღება თქვენი გუნდისთვის (3 პირამდე) EMERGE-ის დღეებისთვის. მასზე წარმოდგენილი სტარტაპები მოახდენენ თავიანთ საქმიანობის დემონსტრირებას, შეხვდებიან ინვესტორებს და ექნებათ 10 ათას ევროს მიღების შანსი  EMERGE CHALLENGE-ზე. 

სტარტაპებს შეაფასებენ Acceleration-პროგრამის ხელმძღვანელები და წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს ქვეყნებიდან - დიდი ბრიტანეთი, აშშ, ბალტიის ქვეყნები, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ისრაელი და ა.შ. 

შერჩეული სტარტაპები 30 აპრილს დასახელდება. 

  • 3 ივნისს შედგება წინასაკვალიფიკაციო რაუნდი. ნახევარფინალისთვის აირჩევა 50 სტარტაპი. 

  • 4 ივნისს გაიმართება ნახევარფინალი, აირჩევა 10 საუკეთესო. 

  • 5 ივნისს სცენაზე გამოვა შერჩეული ათი სტარტაპი და მათგან აირჩევენ საუკეთესოს! 

ჯილდო - 10 ათასი ევრო. 

დროა იმოქმედოთ, არ გაუშვათ ხელიდან წარმატების შანსი! 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.