Jump to content

NASA ახდენს Europa Clipper-ანტენის ტესტირებას მანამ, სანამ იუპიტერის თანამგზავრზე სიცოცხლის ძიებას დაიწყებს


Recommended Posts

2022-2025 წლებში აეროკოსმოსური საგენტო NASA გეგმავს აამოქმედოს მისია Europa Clipper, რომლის ფარგლებშიც მოხდება სიცოცხლის არსებობის ძიება იუპიტერის მეექვსე თანამგზავრ ევროპაზე. კოსმოსური ობიექტი განსაკუთრებულად აინტერესებთ მეცნიერებს, რადგანაც ითვლება, რომ მისი გაყინული ქერქის ქვეშ ოკეანეა და იგი იმაზე ორჯერ მეტი რაოდენობის წყალს შეიცავს, რასაც მთელი დედამიწის ზღვები. თანამგზავრამდე ფრენას დაახლოებით 2-6 წელი დასჭირდება, მისია კი დაახლოებით სამწელიწადნახევარი გაგრძელდება, ამიტომ მკვლევარები აუცილებლად უნდა დარწმუნდნენ, რომ  უზრუნველყოფილი იქნება კოსმოსური აპარატის კავშირი დედამიწაზე არსებულ მართვის ცენტრთან. 

image.jpeg 

ტესტირებები ხორციელდება ვირჯინიის შტატში არსებულ ექსპერიმენტალურ პოლიგონზე. მკვლევარ ტომას მაგნერის თქმით, სწორედ ეს პოლიგონია იდეალური ადგილი ტესტირებებისა და რთული გამოთვლების ჩასატარებლად. ტესტის მსვლელობისას მეცნიერებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ანტენა ნამდვილად შეძლებს დედამიწას გადმოსცეს უზარმაზარი მოცულობის მონაცემები, რომელთაც აპარატ Europa Clipper-ის სენსორები შეაგრვებენ. 

მოწყობილობა ვიზუალურად მოგვაგონებს საოჯახო თანამგზავრულ ანტენას, მხოლოდ მისი სიმაღლე სამი მეტრია. ანტეამ უნდა შეძლოს მონაცემების გადაცემა 740 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძლის დაშორებიდან. ცნობილია, რომ ორბიტალური აპარატი Europa Clipper-ი ვერ მოახერხებს თანამგზავრ ევროპას ორბიტაზე გასვლას, რადგანაც ეს სფერო უკიდურესად რადიოაქტიურია და ადვილად დააზიანებს ელექტრონულ მოწყობილობებს. ამის ნაცვლად აპარატი განახორციელებს 45 შემოფრენას თანამგზავრის ირგვლივ მასთან 2700 მეტრიდან 25 კილომეტრამდე დაშორების დიაპაზონში. 

NASA-ს შეფასებით, მისია Europa Clipper-ის შესრულება უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს, ვიდრე მარსის შესწავლა. სწორედ ამიტომ უთმობს სააგენტო საბაზისო სამზადისს უდიდეს ყურადღებას - მკვლევარებმა ზუსტად უნდა განსაზღვრნ მისიის მიზნები და შეიმუშავონ მკაფიო სამოქმედო გეგმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.