Jump to content

Ford Mustang-ით ინსპირირებული ელექტრომობილი 300 მილზე მეტი (482,803 კმ) მანძილის გავლის შესაძლებლობით


Recommended Posts

კომპანია Ford-მა განაცხადა, რომ Ford-ის პირველი long-range SUV ტიპის ელექტრომობილი, რომელიც Mustang-ის ბაზაზეა შექმნილი, გამოვა 2020 წელს და შეძლებს ერთ დამუხტვაზე დაფაროს 300 მილზე მეტი მანძილი. ხსენებული ელექტრომობილი პირველად დაანონსდა 2018 წელს დეტროიტის ავტოსალონში და მას მოიხსენიებდნენ კოდური სახელწოდებით - „Mach 1”. 

ჯერ კიდევ 2017 წელს Ford-ის ხელმძღვანელები იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ კომპანიის პირველი სერიული ელექტრომობილებით 300 მილზე მეტი მანძლის დაფარვის უზრუნველყოფას (კომპანიას უკვე აქვს გამოშვებული მთლიანად ელექტრო ჰეჩბექი Focus და სატვირთო - Ranger-ი). მიმდინარე კვირაში გაკეთებული განცხადების თანახმად კი, როგორც ჩანს, ეს იმედი რეალიზებადია.  Ford-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უსახელო ავტომობილი შეძლებს გაიაროს დაახლოებით 600 კმ/370 მილი და იგი ევროპის სატრანსპორტო საშუალებების საგამოცდო პროცედურების, WLTP სტანდარტის შესაბამისად იქნება წარმოდგენილი. 

image.png 

WLTP სტანდარტი ამოქმედდა 2018 წელს და მისი მიზანია შეფასდეს თითოეული ელექტრომობილის ენერგომოხმარება. იგი ძველ სტანდარტთან შედარებით მკაცრია, თუმცა მისი შეფასებები უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (Environmental Protection Agency  EPA) მიერ შემუშავებულნი. 

ჯერჯერობით რთულია თქმა, როგორ შეფასებას მიიღებს ახალი ელექტრომობილი.  Jaguar I-Pace-მა WLTP სტანდარტის რეიტინგში დაახლოებით 292 მილი მაჩვენებელი დააფიქსირა,  EPA-ს დიაპაზონში კი 240 მილს მიაღწია. ამგვარი შეფარდების გათვალისწინებით Ford-ის სამომავლო ელექტრომობილმა შესაძოა მიაღწიოს 300 მილს. WLTP-სა და EPA-ს სხვადასხვა შეფასებით კი შესაძოა 330 მილიც დაფიქსირდეს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, 300 მილს ზემოთ არსებული მაჩვენებელი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ Ford-ის ქროსოვერი ელექტრომობილების ლიდერების მწვერვალზე მოხვდეს. დღედღეობით მხოლოდ Tesla-ა ერთადერთი კომპანია, რომლიც აწარმოებს რამოდენიმე ელექტრომობილს 300 მილზე მეტი მანძლის გავლის შესაძებლობით. Mercedes-Benz-ის, Audi-ის, Jaguar-ის, Hyundai-სა და Kia-ს საუკეთესო მოდელების შესაძლებლობა 200-დან 260 მილი მანძლის დიაპაზონში მერყეობს. 

ეს მაჩვენებლები შეიცვლება მას შემდეგ, რაც Porsche-ს მთლიანად ელექტრონული მობილები გამოვა გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოს, სხვა მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიები კი რა თქმა უნდა აგრძელებენ და კვლავაც გააგრძელებენ თავინთი ტექნოლოგიების დახვეწა-გაუმჯობესებას. თავის დროზე Ford-ი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რომ იგი ჩამორჩა კონკურენტებს, ელექტრო მუსტანგის გამოშვება კი ნამდვილად დიდ მოლოდინსა და ინტერესს იწვევს. კომპანიას 10 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა აქვს გამოყოფილი მანქანების ელექტროფიკაციისთვის და ელექტრომობილებით შესაძლებელი გახდება ახალი ერა დაიწყოს კომპანიის ისტორიაში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.