Jump to content
Magdalena

Google Tulip - ტექნოლოგია საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ ყვავილების ენა

Recommended Posts

image.jpeg

უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები შეძლებენ გახდნენ კომუნიკაციის ობიექტები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი ეხება ყვავილებს, რომლებთანაც ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელი იქნება საუბარი. მაშ ასე, Google წარმოგიდგენთ პროექტს - Tulip. 

Google-ის ჰოლანდიური ფილიალის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია პროექტ Tulip-ის არსი, პროექტის, რომლის მიზანია მომხმარებლებს მისცეს საშუალება იურთიერთონ თავიანთ ყვავილებთან.  ამგვარი რამ შესაძლებელი ხდება ყვავილების ენის დეკოდირების ტექნოლოგიის საშუალებით (უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყვავილები მუდმივად „ეკონტაქტებიან“ ერთმანეთს - სიგნალებს უგზავნიან ფესვების მეშვეობით). 

Google-ს შეუძია თავი მოიწონოს - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით ახლა უკვე შესაძლებელია ტიტების ენის გადათარგმნა ადამიანურ ენაზე - „ტიტებთან კომუნიკაცია უზარმაზარ ეკოლოგიურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს“ - ირწმუნებიან ჰოლანდიელები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სარგებელი ორმხრივია, რადგანაც 1) თავიანთ მოთხოვნილებების გამოხატვით მცენარეები გაიუმჯობესებენ სასიცოცხლო პირობებს, და 2) ისინი გახდებიან ადამიანების მეგობრები, რომელთაც ესმით და აძლევენ სხვადასხვა სასარგებლო რჩევას მომხმარებლებს. 

გასაკვირი არ არის, რომ ტიტების პროექტი ნიდერლანდებში ამოქმედდა - ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად გამოჰყავთ 12,5 მილიარდი ყვავილი. თეორიულად, თითოეული მათგანი შესაძლოა გახდეს ადამიანის თანამგზავრი. მომხმარებელს რაც სჭირდება - ეს არის სმარტფონის მომართვა ან Google Assistant Hub-ის შეძენა. პროექტ Tulip-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=nsPQvZm_rgM 

და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს იყო Google-ის სააპრილო ხუმრობა :)

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...