Jump to content

როგორ შეიქმნა მწვანე კოდი “Matrix”-ში


Recommended Posts

დიდია ალბათობა, რომ ფილმ “Matrix”-ის ყურების შემდეგ შავ ეკრანზე მორბენალი მწვანე სიმბოლოების გამოსახულება ყოველ თვენგან ღრმად აღებეჭდა მეხსიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოდი ფილმში სხვა არანაკლებ შთამბეჭდავ სცენებთან ერთადაა წარმოდგენილი, იგი “Matrix”-ის ყველაზე ცნობად სიმოლოს წარმოადგენს. კოდი გამოიყურება მიმზიდველად და შესანიშნავად გამოხატავს Wachowski-ს შედევრის არსს: იქნებ სამყარო ილუზიაა? იქნებ ყველაფერი დაპროგრამებულია? 

image.jpeg 

გადიოდა თვეები და წლები, „Matrix” პოპულარობას იხვეჭდა და მაყურებელი დაინტერესდა - საიდან გაჩნდა სიმბოლოები, რომლებითაც ფილმში ასხული „ციფრული წვიმა“ შედგება? კითხვაზე პასუხი იმაზე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ფილმის სხვადასხვა საიდუმლოება. 2017 წელს CNET-მა გაავრცელა ცნობა, რომ ეს კოდი იყო უბრალოდ სუშის რეცეპტების ნაკრები. 

Simon Whiteley -  იგი ავსტრალიაში Animal Logic-ის პროდიუსერია და მას აგრეთვე უწოდებენ „ადამიანს, რომელმაც მატრიცას კოდი შექმნა“. იგი აცხადებს, რომ „ციფრულ წვიმაზე“ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც Lana და Lilly Wachowski-ებმა ვეტო დაადეს დიზაინერების მიერ შექმნილ წინა ვერსიას.  

Wachowski-ები თვლიდნენ, რომ კოდის დიზაინი ძველმოდური და ტრადიციული იყო. მათ სურდათ, რომ იგი ყოფილიყო უფრო მეტად იაპონური, მანგას სტილში“ - აცხადებს Whiteley. – „და მათ მთხოვეს, ხომ არ მსურდა კოდზე მემუშავა დიდწილად იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე იაპონელია და მას შეეძლო დამხმარებოდა სიმბოლოების შერჩევაში“. 

ასე, რომ Whiteley წავიდა სახლში და შთაგონების საპოვნელად დაიწყო იაპონური კულინარიული წიგნების ფურცვლა, რომლებიც მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ერთ-ერთმა წიგნმა მისი ყურადღება მიიპყრო, რეცეპტების გამოყენებით კი საბოლოოდ შეიქმნა ფილმის საკულტო დეტალი - ციფრული კოდი. 

რამოდენიმე კვირის განმავლობაში Whiteley გულმოდგინე ამუშავებდა და ხელით ხატავდა თითოეულ იაპონურ იეროგლიფს. შემდეგ კი ნიმუში წაუღო Justin Marshall-ს, რომელიც ამჟამად Animal Logic-ში მუშაობს მხატვრად  და ვიზუალური ეფექტების შემქმნელად, რათა მას შეგროვილი სიმბოლოები ციფრულად ექცია და დაეწერა კოდი, რომელიც კასკადით „ვარდება“ მთელ ეკრანზე. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ სიმბოლოები უნდა გადაადგილებულიყო ეკრანზე მარცხნიდან მარჯვნივ, თუმცა Whiteley-ს აზრით იგი არანაირ ემოციას არ იწვევდა. 

Whiteley დაუბრუნდა პირველწყაროს. ისევე, როგორც უმეტესობა იაპონური ტექსტი - წიგნი იკითხებოდა ზემოდან ქვემოთ. ამიტომ  Whiteley-მ სთხოვა Marshall-ს, ამოეტრიალებინა კოდი ისე, რომ იგი სიმბოლოები ზემოდან ქვემოთ ჩამოსულიყო - ასე დაიბადა ისტორია. 

Whiteley გაოცებულია, რომ მატრიცის მწვანე კოდმა ასეთ პოპულარობა მოიპოვა. მისი თქმით, კოდის შექმნა მისთვის ადვილი იყო. 

Whiteley აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე დღემდე ინახავენ სუშის რეცეპტების წიგნს, რომელიც მას კოდის შექმნაში დაეხმარა, ახლა კი უკვე საკმაოდ შელახული, თუმცა უარს ამბობს ამ წიგნის სახელწოების დასახელებაზე - სურს შეინარჩუნოს „ცოტა იდუმალება და მაგია“. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.