Jump to content

Boeing-მა დაასახელა კონკურს GoFly-ის ფინალისტები, რომლებმაც შექმნეს მფრინავი მოტოციკლის საუკეთესო პროტოტიპები


Recommended Posts

image.jpeg

კომპანია Boeing-მა გამოქვეყნა პერსონალური მფრინავი ტრანსპორტის შექმნასთან დაკავშირებული კონკურსის,  GoFly-ს შედეგები. კონკურსის აუცილებელი პირობა იყო ვერტიკალური აფრენა-დაშვების რეჟიმის მხარდაჭერა. ფინალისტები მიღებენ 50 ათას დოლარს მოქმედი სრულზომიანი პროტოტიპის აგებისთვის. მთავარი ჯილდო კი მილიონნახევარ დოლარს შედაგენს. 

Flykart2 

image.jpeg 

პირველი ფინალისტია Flykart2, რომელმაც აფრენა მეორე მცდელობაზე შეძლო. პილოტი ზის სპორტულ სავარძელში, რომელიც გარშემორტყმულია პროპელერებიანი ათი ძრავით და ჯამში ქმნიან ერთიან კორპუსს. კიდეები საიმედოდაა დაცული დამცავი მილებით და ეს დიდი პლუსია სხვა მოდელებთან შედარებით. მოტოციკლის მინუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ Flykart2 მძიმეა, ძალიან დიდია და სჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია ფრენის ნებისმიერ რეჟიმში. 

Eva Aviabike 

image.jpeg 

მეორე ფინალისტი გახლავთ Eva Aviabike. Aeroxo-ს გუნდმა ფსონი დადო ე.წ. rotary ძრავის ტექნოლოგიაზე, ამიტომ მათ ერთადგილიანი კონვერტოპლანი ააგეს. Eva Aviabike-ს 16 ძრავი აქვს, რომლებიც აერთიანებს მოწყობილობის ოთხ სექციას, თითოეული მათგანი rotary-მექანიზმითაა აღჭურვილი. აფრენისას ისინი ჰოროზონტალურად განლაგდება, სიჩქარის მატებისას კი აპარატი იწყებს ორი მოკლე ფრთის გამოყენებას, რაც საშუალებას აძლევს მას იმოძრაოს თვითმფრინავივით. 

მოტოციკლში პილოტი ისევეა განთავსებული, როგორც სპორტულ მოტოციკლში, ზის წინ გადახრილი. დიდი დამცავი საქარე მინის  არსებობა იმედს იძლევა, რომ აპარატი შეძლებს მაღალ სიჩქარეზეც მოახერხოს ფრენა და მანევრირება. აგრეთვე, მიიჩნევა, რომ მისი გარეგნული დიზაინი სხვა კონცეპტებზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. 

Silverwing S1 

image.jpeg 

მესამე კონკურსანტის შემთხვევაშიც გამოყენებულია აფრენის შემდეგ ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურ მდგომარეობაზე გადასვლის პრინციპი, თუმცა აპარატი ამავე დროს მთლიანად ტრიალდება. პიოტი აფრენისა და დაშვებისას ვერ ხედავ მის ქვემოთ არსებულ სივრცეს, რაც მართვისას სერიოზულ რისკებს ქმნის. ჰორიზონტალური ფრენისას კი პილოტს მოუწევს ბალანსი შეინარჩუნოს საკმაოდ მოუხერხებელი პოზიციიდან, ამასთან, პილოტის წონას დამატებული თავად აპარატის მასა - ეს საკითხიც კითხვებს იწვევს. 

ჯამში კი Silverwing S1 არც ისე ცუდად დაფრინავს და არსებობს შანსი, რომ ინჟინრები შეძლებენ გადაჭრან არსებული პრობლემები. თანაც ამ მოდელს სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს მოკრძალებული გაბარიტები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სამომავლო კომერციული წარმოებისათვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.