Jump to content

მარსზე ფრენისთვის განკუთვნილმა NASA-ს ვერტმფრენებმა წარმატებით გაიარეს ტესტირება


Recommended Posts

პირველმა ვერტმფრენმა, რომელიც განკუთვნილია მარსზე გამოყენებისთვის - Mars Helicopter -მა წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პირველი სერია, აცხადებს NASA. 

საფრენ აპარატ Mars Helicopter- მარსზე გაგზავნიან ახალ მარსმავალთან ერთად 2020 წელს. მან დანიშნულების ადგილს სხვა აპარატურასთან ერთად უნდა მიაღწიოს 2021 წლის თებერვალში. მიიჩნევა, რომ Mars Helicopter- განახორციელებს არაუმცირეს ხუთ სატესტო ფრენას. ვეტმფრენის მეშვეობით სამეცნიერო მისიების განხორციელება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. 

image.jpeg 

ორკილოგრამიანი მინი-ვერტმფრენების წარმოება 2013 წლიდან მიმდინარეობს. იგი აღჭურვილია მზის პანელებით, რათა უცხო პლანეტაზე ენერგიის წყარო მოიპოვოს 

image.jpeg 

უახლოეს პერიოდში ვერტმფრენს ახალი გამოცდები ელის - მან უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მუშაობა მარსის ბუნებრივ პირობებში, სადაც ღამით ტემპერატურა შესაძოა -90°C-მდე დაეცეს. გარდა ამისა, ინჟინრებმა სპეციალურ კამერაში შეამოწმე აპარატის უნარ - როგორ იფრენს იგი  მარსულ ატმოსფეროში, სადაც წნევა დედამიწაზე 30500 მეტრ სიმაღლეზე არსებული წნევის ეკვივალენტურია. ტესტირება ჩატარდა 7,62 მეტრი სიგანის სპეციალურ დახურულ სივრცეში, როელიც ნახშირორჟანგით იყო სავსე: მკვლევარებმა თავდაპირველად ოთახიდან ამოტუმბეს მთელი აზოტი, ჟანგბადი და სხვა აირები, შემდეგ კი კამერა ნახშირორჟანგით გაავსეს. აგრეთვე, ხელოვნურად შექმნეს სუსტი გრავიტაცია. ვერტმფრენმა დაამტკიცა, რომ შეძლებს მარსზე ფრენას. 

image.jpeg 

მინი-ვერტმფრენი აღჭურვილია კამერით, რათა დააფიქსიროს პლანეტის ზედაპირის საინტერესო მონაკვეთები შემდგომი შესწავლისთვის. იგი აგრეთვე შეაგროვებს მონაცემებს, რათა შეადგინოს მარსმავალისთვის სამოძრაო მარშრუტები შემდგომი მისიებისთვის. მას შემდეგ, რაც აპარატის მარსზე გადაადგილებას და ფუნქციონირებას დააკვირდებიან, ინჟინრები შეძლებენ შექმნან გაუმჯობესებული მოწყობილობები, სადაც გამოსწორებული იქნება ის ხარვეზები, რაც ზემოთხსენებულ მინი-ვერტმფრენს აღმოჩნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.