Jump to content

საფრანგეთის აეროპორტში ამუშავდა Stanley Robotics-ის პირველი პარკინგ-რობოტი Stan


Recommended Posts

image.jpeg

მათთვის, ვისაც ურჩევნია აეროპორტამდე საკუთარი ავტომანქანით მივიდეს, კომპანია Stanley Robotics-მა შექმნა პარკინგ-რობოტი, რომელიც მანქანას გადაიყვანს და დააყენებს სპეციალურ დახურულ საპარკინგე მოედანზე. 

ამისათვის აუცილებელია მომხმარებელმა მანქანა დააყენოს კომპანიის რომელიმე ავტოფარეხში, დაადასტუროს ჯავშანი ტერმინალში და ამის შემდეგ უკვე შეუძლია თავისი საქმეები განაგრძოს. დაბრუნებისას კი რობოტი წამოიყვანს ავტომობილს და მიუყვანს მფლობელს. 

პარკირების სივრცე, სადაც რობოტი ახდენს ავტომობილის ტრანსპორტირებას, დახურულია სამოძრაოდ - ამ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ რობოტ Stan- აქვს. ამიტომ, მინიმუმამდეა შემცირებული მანქანების დაზიანების შემთხვევები, რასაც უყურადღებო მძღოლების ქმედებები იწვევს. 

რობოტი, სახელად Stan, სატესტო რეჟიმში მუშაობს ამჟამად საფრანგეთის აეროპორტ Lyon-Saint Exupery-ში. თუკი რობოტის საქმიანობა წარმატებულად ჩაითვლება, მსგავსი მოწყობილობები სხვა ტერმინალებშიც გამოჩნდება. 

Stan-ის ფუნქციონირება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.