Jump to content

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მარსზე წყალი არსებობდა - მარსის მდინარეები უფრო ფართო და მძლავრი იყო, ვიდრე დედამიწაზე არსებულნი


Recommended Posts

მარსის ზედაპირზე გადაღებული უამრავი ფოტოს შესწავლის შემდეგ მეცნიერები მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ პლანეტის ისტორიაში უდიდესი როლი წყალმა შეასრულა. რეალურად, წითელი პლანეტის ზედაპირი დაქსელილია ოდესაც არსებული წყლის არხებით, თანაც ჩიკაგოს უნვერსიტეტის მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მარსული მდინარეები გაცილებით დიდი და წყალუხვი იყო დედამიწის მდინარეებთან შედარებით. პარალელურად, მეცნიერებს ვერაფრით ამოუხსნიათ ეს როგორ მოხდა - ის წარმოდგენა, რაც ძველ მარსთან დაკავშირებით არსებობს, ეწინააღმდეგება პლანეტის ზედაპირზე წყლის მასების სწრაფ გადაადგილების შესაძლებლობას. 

image.jpeg 

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ უხსოვარ დროში მარსზე მეტად სუსტი ატმოსფერო იყო, ამიტომ პლანეტას არ შეეძლო უზრუნველეყო ხანგრძლივი სათბურის ეფექტი, რათა წყლის მძლავრი ნაკადები ჩამოყალიბებულიყო. ასევე, ძველ დროში მზე გაცილებით სუსტად ასხივებდა - მისი სიმკვეთრე დღევანდელი მაჩვენებლის მხოლოდ 25-50%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერა ნაწილი მიდის ვარაუდამდე, რომ მარსი უძველეს დროშივე იყო მშრალი, ცივი, ცარიელი ადგილი - ალაგ-ალაგ გამყინვარებული წყლის მასებით. 

იმის ვარაუდი, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც ფართო და მძლავრი მდინარეები მიედინებოდა, გაჟღერდა 200 ამომშრალი მდინარის კალაპოტის შესწავლის შემდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი ფაქტი, მათ შორის კალაპოტების სიგანე, მკვეთრი მოსახვევები და ხრეშის ზომა, რომელიც ოდესღაც სწრაფმავალი მდინარეების ფსკერზე იმყოფებოდა.  

რა თქმა უნდა, ახალი აღმოჩენა კიდევ ერთ ახალ ფაქტს ხდის ცნობილს უძველეს მარსზე, თუმცა ბადებს უამრავ ახალ კითხვას. მათან მთავარია - რა ტიპის კლიმატი იყო გაბატონებული მარსზე მილიარდობით წლის წინ, რომ წყალს შეეძლო ასე სწრაფად და დიდი ძალით მოძრაობა? მეცნიერებს ჯერჯერობით არ ააჩნიათ პასუხები, რადგანაც მათი ამ დრომდე არსებული წარმოდგენა არ შეესაბამება და წინააღმდეგობაშ მოდის ახალ აღმოჩენასთან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.