Jump to content

JAXA-მ ჩაატარა დისტანციური მართვის ტექნიკის გამოცდა, რომელიც განკუთვნილია მთვარეზე ბაზის აშენებისთვის


Recommended Posts

იაპონიის აეროკოსმოსურმა სააგენტომ ჩაატარა ავტონომიური და დისტანციურად მართვადი სამშენებლო ტექნიკის გამოცდა, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ზედაპირზე კვლევითი ბაზის ასაშენებლად. ეს ინფორმაცია თავად JAXA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა. როგორც წყარო მიუთითებს, პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მასში იაპონიის რამოდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაცაა ჩართული. ტექნოლოგიის ტესტირება განხორციელდა სხვადასხვა სამშენებლო მოედანზე. 

image.jpeg 

სააგენტოშ მიიჩნევენ, რომ დისტანციური მართვის ტექნოლოგიები დედამიწის გარეთ მშენებლობისას, მათ შორის, მთვარეზე ან მარსზე, უმნიშვნელოვანესი საშუალება გახდება კოლონიზაციისთვის. თუმცა ამ შემხვევაში საჭირო ხდება ბრძანების გადაცემის დროის შეფერხების კომპენსირება, რადგან შეფერხება, ბუნებრივია, ამცირებს ეფექტურობასა და მწარმოებლიანობას. 

ამგვარი ტექნოლოგიები დედამიწაზეც სასარგებლო იქნება, რადგანაც მათ შეუძლიათ კვალიფიცირებული მუშახელის ნაკლებობის კომპენსირება სამშენებლო ინდუსტრიაში, რომელიც ტრადიციულად ორიენტირებულია ადამიანურ შრომაზე. 

სააგენტო აცხადებს, რომ მთვარეზე მუშაობისთვის პირველ რიგში საჭირო იქნება დსტანციური მართვის უნარის მქონე ექსკავატორები და ტრაქტორები, რომლებიც შეასრულებენ ბაზის ასაშენებლად აუცილებელ რთუ დავალებებს. მათ მოუწევთ: 

ზედაპირის გასუფთავება, რათა შეიქმნას მოედანი საცხოვრებელი, სამეცნიერო და სხვა ტიპის მოდულებისთვის; 

ექსკავაციის განხორციელება უსაფრთხო და საიმედო დამონტაჟებისთვის; 

მოდულების დაყენება; 

მოდულების დაცვა კოსმოსური გამოსხივებისაგან, მეტეორიტებისა და სხვა ფაქტორებისგან. 

image.jpeg 

JAXA-ს ინჟინრებმა შექმნეს ამ ტექნიკის დედამიწური მოდიფიკაციები (თითოეული მათგანი 7 ტონას იწონის), დააყენეს მათზე დისტანციური მართვის სისტემა და აქციეს ტექნიკის ნაწილი ავტონომიურად. ინჟინრებმა მექანიზმები აღჭურვეს სპეციალური სენსორებით, რომლებიც საშუალებას იძლევა ავტომატურ რეჟიმში განისაზღვროს ტექნიკის ადგილმდებარეობა მთვარის ზედაპირზე. მათი წყალობით ტექნიკა შეძლებს დამოუკიდებლად გამოთვალოს გადაადგილების ოპტიმალური მარშრუტი და შეასრულოს გარკვეული სამუშაოები ადამიანების არევის გარეშე. მსგავსი სენსორებით მოხდება დედამიწასთან კავშირის და შესაბამისად, ბრძანების მიღების შეფერხების კომპენსირება. შეფერხების მიზეზი დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული დაშორების მანძილია. 

image.jpeg 

ავტონომიური მართვის მოდიფიცირებული ტექნიკა 

„ტესტირების მსვლელობისას სხვადასხვა ოპერაცია დამუშავდა. ჩვენ შევამოწმეთ მოწყობილობების ავტომატიზირებული გადაადგილების საშუალებები, აგრეთვე დისტანციური მართვის სისტემა. ტესტირებებმა დაადასტურა, რომ ტექნიკა გამოყენებადია მთავრის ბაზის მშენებლობისთვის“ - ნათვამია JAXA-ს პრეს-რელიზში. 

სააგენტო ახლა უკვე დაიწყებს მუშაობას საკითხზე, რომელიც ეხება მთვარეზე ტექნიკისა და მოწყობილობების გადატანას. მათი საერთო წონა რამოდენიმე ათეულ ტონას შედგენს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.