Jump to content

ორ წელში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამოჩნდება იაპონური რობოტი-ავატარები


Recommended Posts

2020 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე შესაძოა გამოჩნდეს რამოდენიმე რობოტი, რომლებიც დაკავდებიან ყველაზე სახიფათო და შავი სამუშაოებით. ამ დროს კი სადგურის ეკიპაჟი ძალისხმევას და დროს დაუთმობს უფრო კომპლექსურ და სამეცნიერო საქმიანობას. რობოტების სადგურზე გაგზავნა ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე აქვს იაპონურ აეროკოსმოსურ სააგენტო JAXA-ს. იგი კომპანია GITAI-სთან ერთად აწარმოებს რობოტ-ავატარებს, რომელთა დახმარებითაც ადამიანები კოსმოსში სხვადასხვა სამუშაოს შეასრულებენ. 

image.jpeg 

რობოტექნიკის მეშვეობით გვსურს გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებსა და ადამიანის უსაფრთხოებასთან.  საუბარი ეხება სხეულის, ტორსის არმქონე რობოტებს, რადგან ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამგვარი რობოტების შექმნა უფრო ადვილი და იაფია, ვიდრე სრულფასოვანი ავტონომიური რობოტებისა“ - აცხადებს GITAI-ს გენერალური დირექტორი შო ნაკანოსე. 

სისტემის მუშაობის პროცესი საკმაოდ მარტივია. დედამიწაზე მყოფი ოპერატორი მართავს რობოტს სენსორებით აღჭურვილი კოსტიუმისა და VR-ჰედსეტის მეშვეობით. ორბიტაზე მყოფი რობოტი-ავატარი რეალურ დროში ასრულებს ოპერატორის ბრძანებებს. 

image.jpeg 

image.jpeg 

GITAI-ს თითოეული რობოტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება, აღჭურვილი იქნება 360-გრადუსიანი კამერით, რათა განხორციელდეს ვიდეოს ტრანსლირება დედამიწაზე. ორბიტაზე მყოფ რობოტსა და დედამიწაზე მყოფ ოპერატორს შორის კავშირის შეფერხება დაახლოებით 60 მილიწამს შეადგენს. 

„უნდა ითქვას, რომ ამგვარი რობოტების მთვარეზე მართვა შეიძლება პრობლემური იყოს. დიდი დისტანციის გამო სიგნალის შეფერხება მინიმუმ 1,2 წამი იქნება თითოეულ მხარეს, ე.ი. თითოეული ოპერაციის შემდეგ ოპერატორს მოუწევს დაახლოებით 2,5 წამის მოცდა, რათა ნახოს როგორ შეასრულა ბრძანება რობოტმა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ნახევრადავტონომიური რობოტების გამოყენება“ - აღნიშნავს ნაკანოსე. 

„საქმიანობაში ჩავრთეთ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც შექმნა ავტონომიური რობოტები, ასე რომ ჩვენი კვლევები ასევე მიმართული იქნება მსგავსი მანქანების აქტიურად აწყობისკენ“ -  დაამატა GITAI-ს ხელმძღვანელმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.