Jump to content

მომავლის თვითმფრინავები - ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით, იოგას სტუდიებითა და კომფორტის სხვადასხვა საშუალებით


Recommended Posts

2018 წელს კომპანი Qantas-მა წარადგინა შეტყობინება ევროპასა და ავსტრალიას შორის პირველი უწყვეტი ფრენის შესახებ. 17-საათიანი შეუჩერებლი ფრენა შესაძლებელი გახდა იმით, რომ თვითმფრინავების მწარმოებლებმა ათწლეულები დახარჯეს ინოვაციებზე, მათ შორის ფრთების ფორმასა და უფრო მტკიცე და მსუბუქ მასალებზე. თუმცა, თვითმფრინავის ესაძლებლობა - მთელი დღე შეუსვენებლად იფრინოს - უსარგებლო იქნება, თუკი ადამიანები ვიწრო და მოსაწყენ სივრცეში ისხდებიან გართობის გარეშე. ამიტომ გეგმაშია გამოყენებულ იქნას უფრო ფართო სავარძლები, ცვლადი რეჟიმის მქონე მანათობლები და ჰაერი, რომელიც სუნთქვისთვის უფრო სასიამოვნო იქნება. 

image.jpeg 

გეგმაში ასევე შედის Wi-Fi- აჩარება და ეს ყველაფერი საჭიროა რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული: Qantas-ი 22 საათიან უწყვეტ ფრენებს მომავალი წლიდან დაიწყებს. 

საჰაერო მგზავრობის ეკონომიკა უმეტეს მგზავრს იძულებულს ხდის მოთავსდნენ ადგილზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში 42 სანტიმეტრს არ აღემატება სიგანეში. თუმცა ხანგრძლივი ფრენებისთვის აუცილებელი იქნება უფრო ფართო ადგილების გამოყენება. ლონდონის ცენტრის გამოკვლევები აჩვენებს, რომ რამოდენიმე სანტიმეტრის მომატებაც კი მგზავრების ძლის ხარისხს 53%-ით გააუმჯობესებს. ავიაკომპანიები აგრეთვე ეძებენ საშუალებას - უფრო მეტი სივრცე გამოყონ ფეხების მოთავსებისთვის. ერთ-ერთი ვარიანტია სავარძლის საზურგეები უფრო თხელი მასალებისან დამზადდეს. 

Qantas-ი მუშაობდა დიეტოლოგებთან და შეიმუშავეს სპეციალური მენიუ პეტრადან ლონდონამდე 17-საათიანი ფრენისთვის. საკვებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინგრედიენტების ხარისხს და ისეთ საკვებს, რომლებშიც უხვადაა წყლის შემცველობა: კიტრი, მარწყვი, ოხრახუში და სალათის ფოთლები, რათა მგზავრები დაცულნი იყვნენ გაუწყლოებისაგან. ეს მიდგომა ამცირებს დაღლილობასა და თავის ტკივილს. 

მგზავრობის შემდგომი დაღლილობა გამოწვეულია უჰაერობითაც. ატმოსფეროს ზედა ფენაში გაუხშოებული ჰაერის გამო გამართულად მუაობა უჭირს ფილტვებსა და გულს: ორგანოები ზედმეტად იტვირთება, რათა ორგანიზმს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა მიაწოდონ. ავიაკომპანიები აგვარებენ ამ პრობლემას და იმედოვნებენ, რომ მოგვარდება ჰაერის უკმარისობისგან გამოწვეული პრობლემები ტრანსკონტინენტალური ფრენბისას. 

ხანგრძლივი ფრენის ხარისხის გაუმჯობესების ყველაზე მარტივი მეთოდი შესაძლოა იყოს შემდეგი -  დაეხმარონ მგზავრებს  „დაავიწყდეთ“, რომ მგზავრობენ. ამჟამად ფრენისას Wi-Fi-ს სიჩქარე 15 მბიტი/წმ-ს არ აღემატება. Airbus-ს სურს გააუმჯობესოს ვითარება მონაცემთა გადაცემის სადგურებისა და გაუმჯობესებული თანამგზავრების დაკავშირებით. ხოლო იმ შემხვევაში, თუკი სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღწევა, მგზავრები შეძლებენ აერთონ დამატებითი ოფციებით: Airbus-ის ექსპერიმენტის მიხედვით თვითმფრინავებში ხელმისაწვდომი იქნება OLED-დისპლეები და ვირტუალური რეალობის მოწყობილობები. 

ადამიანის ორგანიზმს საკუარი საათობრივი დროები აქვს დღე-ღამის განათების შესაბამისად. ბევრი ავიაკომპანია უკვე იყენებს შორ რეისებში სრულფასოვანი განათების სტრატეგიას: მკვეთრი შუქი ახდენს დღის განათების იმიტაციას, თბილი ვარდისფერი ტონები კი ორგანიზმს დაძინებაში ეხმარება. Airbus-მა შეიმუშავა ფერებისა და განათების 17 მილიონი კომბინაცია დღე-ღამის იმიტაციისთვის. ამგვარი მეთოდი მგზავრებს ეხმარება მოახდინონ შინაგანი „საათის“ სინქრონიზება. 

ხანგრძლივი მარშრუტები საიროებს მორიგეების ცვლილებას. პილოტები შესვენებისას პირდაპირ კაბინაში ან ბიზნეს-კლასის განყოფილებაში იძინებენ. მომსახურე პერსონალს კი უკანა რიგებში ან ეკონომ-კლასის ზონაში სძინავთ. თუმცა ადგილი მათთვის ცოტაა, ამიტომ ვერავინ ახერხებს გამოძნებას. Boeing-იც და Airbus-იც მოდერნიზაციას ახდენენ: მომსახურე პირებისთვის განკუთვნილი იქნება უფრო ფართო და გრძელი საძლე ადგილები, რომლებიც ხმისჩამხშობი მასალებით იქნება იზოლირებული. 

რამოდენიმე კომპანია აპირებს სატვირთო განყოფილისთვის გამოყოფილი სივრცის ნაწილი გარდაქმნას მედ-პუნქტად ან სათამაშო ოთახად, მოაწყონ ლაუნჯი, ბიზნეს-ცენტრი, იოგის სტუდია ან სპორტდარბაზი, რითიც მგზავრები ისარგებლებენ. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.