Jump to content

„მფრინავი თეფში“ ADIFO რუმინელი ინჟინრებისგან


Recommended Posts

image.jpeg

რუმინელი ინჟინრისა და გამომგონებლის, Razvan Sabi-ს თქმით, მისი უნივერსალური მფრინავი აპარატი ADIFO ჩაფიქრებულია „ფრენის პარადიგის ცვლილებისთვის“. ეროვნული საავიაციო ინსტიტუტის აეროდინამიკის ფაკულტეტის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად მან ფუნქციური პროტოტიპი ააწყო. ამ „თეფშს“ შეუძლია იფრინოს კვადროკოპტერისა და ზებგერითი ავიაგამანადგურებლის მსგავსად, გარეგნულად კი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც კლასიკური „მფრინავი თეფში“ კომიქსებიდან. 

კონსტრუქცილად, ADIFO სწორი დისკოს ფორმისაა. მისი დიამეტრი 1,2 მეტრია. ცენტრალური მასიური ნაწილი მკვეთრად მცირდება და თხელდება ნაპირებისკენ ჰაერის წინააღმდეგობის შემცირების მიზნით. ფორმალურად, აპარატში არის წინა და უკანა ნაწილები. უკანა მხარეს განთავსებულია ორი ძრავი სიჩქარის სწრაფად ასაკრეფად. რეალურად კი ADIFO-ს შეუძლია იმოძრაოს ნებისმიერი მიმართულებით, იბრუნოს, ჰაერში გაერდეს და შეასრულოს უამრავი მანევრი, რაც დამახასიათებელია მულტიკოპტერისთვის. 

image.jpeg 

ოთხი სტანდარტული ვენტილატორის გარდა ADIFO-ს აქვს კიდევ ოთხი გვერდითი ჭრილი, რომლებიც უშვებენ გაზის ნაკადს რეაქტიული გაწევისთვის. ტექნოლოგია კოსმოსურ ხომალდებში გამოყენებულის  იდენტურია და საშუალებას იძლევა სწრაფად და ზუსტად აიჭრას აპარატი ჰაერში საჭის, ფრთებისა და რაიმე მსგავსი მექანიზმის გარეშე. ზებგერითი სიჩქარის განვიარებასთან მიახლოებისას კი ყველა არსებული ღია სივრცე ჩამკეტებით იხურება. 

პროტოტიპში გამოყენებულია უბრალო და იაფი დეტალები, მართვა კი მიზანმიმართულად არის შეზღუდული, რათა რთული მანევრის დროს აპარატი არ დაზიანდეს. ასე რომ ADIFO-ს რეალურ პილოტირებულ ფრენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობის შემქმნელები დიდ პოტენციალს ხედავენ პილოტირებული ვერსიის შექმნაში, ჯერჯერობით რთულია იმის წარმოდგენა - როგორი უნდა იყოს ინტერფეისი სალონში და როგორ უნდა მომზადდეს პილოტი, რათა დაეუფლოს ისეთი აპარატის მართვას, რომელსაც შეუძლია მყისიერად მოსწყდეს ადგილს და გაფრინდეს ნებისმიერი მიმართულებით.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.