Jump to content

Recommended Posts

Posted

Nintendo Switch-ის განახლებული გეიმინგ-კონსოლის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. როგორც რესურსი The Wall Street Journal იტყობინება, სისტემის ორი ახალი ვერსია მიმდნარე წლის ზაფხულში გამოვა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი ბიუჯეტური ვარიანტი იქნება, მეორე კი მიიღებს გაუმჯობესებულ შესაძებლობებს და თავგამოდებულ გეიმერებზე იქნება ორიენტირებული. 

image.jpeg 

Wall Street Journal აცხადებს, რომ ბიუჯეტურ მოდელს არ ექნება vibration feedback-ის ფუნქცია - ეს ინფორმაცია შეესაბამება უფრო ადრინდელ ხმებს, რომელთა თანახმადაც სისტემას საერთოდ არ ექნება Joy-Con კონტროლერები და ექნება მხოლოდ პორტატული რეჟიმის მხარდაჭერა. როგორც ცნობილია Nintendo გეგმავს გამოშვას Switch-ის გამარტივებული ვერსია მობილურობაზე გამახვილებული აქცენტით. 

image.jpeg 

Wall Street Journal-ს ჯერჯერობით არ აქვს დეტალური ინფორმაცია მეორე, უფრო მაღალი კლასის მოდელზე. თუმცა ერთ-ერთი ინტერნეტ-წყარო აცხადებს, რომ საუბარი ეხება არა მხოლოდ გაზრდილ წარმადობას. როგორც ჩანს, ეს იქნება PS4 Pro-ს ან Xbox One X -ის მსგავსი განახლება, ე.ი. ახალი გრაფიკული შესაძლებლობები. 

image.jpeg 

გეიმინგ-სისტემაში ნამდვილად არის განვითარების შესაძლებლობა: მასშ გამოყენებულია ერთკრისტალიანი სისტემა NVIDIA Tegra X1. იმის გათვალისწინებით, რომ იგი გამოშვებულია მოძველებული 20 ნანომეტრიანი ნორმით და გამოყენებულია კიდევ უფრო ძველი გრაფიკული არქიტექტურა Maxwell – 7 ან 12 ნანომეტრიანი ნორმის გამოყენება ან Turing-ზე (თუნდაც Pascal-ზე) გადასვლა წარმადობისა და ეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს. WSJ აცხადებს, რომ ახალი კონსოლები დაანონსდება გეიმინგ-გამოფენა E3 2019-ზე ივნისში. 

image.jpeg 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.