Jump to content

NVIDIA-ს ინსტრუმენტი მარტივ ჩანახატებს სურათებად აქცევს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით


Recommended Posts

Nvidia აქტიურად ახდენს ექსპერიმენტირებას მანქანური სწავლების სფეროში და საქმიანობის შედეგები საკმაოდ საინტერესოა. კომპანიამ GDC 2019-ზე განაცხადა, რომ შექმნა GauGAN - ინტელექტუალური აპლიკაცია ხატვისთვის, რომელშიც გამოყენებულია ღრმა მანქანური სწავლება უბრალო ნახატებიდან ფოტორეალისტური ვერსიების შექმნისთვის. აპლიკაციის სახელწოდება მომდინარეობს ფრანგ პოსტიმპრესიონისტ პოლ გოგენიდან (Paul Gauguin)  და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა GAN-იდან, რომლითაც ხდება რეალისტურად იმიტირებული გამოსახულების შექმნა. 

image.jpeg 

როგორ მუშაობს GauGAN? როგორც კომპანიამ განმარტა, აპლიკაცია ჰგავს „ჭკვიან ფუნჯს“, რომელიც ავსებს მომხმარებლების მიერ შესრულებულ ესკიზს (Nvidia ამას „სეგმენტაციის რუკას“ უწოდებს). რეალურად, უბრალო მომხმარებელი ან მხატვარი ქმნის მხოლოდ იმის გეგმას, ისი საბოლოოდ მიებაც სურს, მონიშნავს თითოეულ სეგმენტს და მიუთითებს როგორი უნდა იყოს იგი. ამის შემდეგ საქმეში ერთვება GauGAN, რომელიც ნამუშევარს დეტალებით შეავსებს და ქმნის რეალისტურ ნახატს. 

მანქანური სწავლების მოდელმა შეისწავლა მილიონობით მხატვრული გამოსახულება, შედეგად კი ლანდშაფტს ავსებს შთამბეჭდავი (თუმცა ზოგჯერ იდეალურისგან შორს მყოფი) დეტალებით. თუკი დავხატავთ ტბორს, მასთან ახლოს არსებული დეტალები, ვთქვათ ხეები და ქვები - წყალში აირეკლება. საკმარისია შევცვალოთ სეგმენტის მონიშვნა „ბალახი“ და „თოვლით“, რომ მთლიანი გამოსახულება შეიცვლება და ზამთრის პეიზაჟად გარდაიქმნება, ხეები კი უფოთლებოდ წარმოგიდგება. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=p5U4NgVGAwg 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად GauGAN-ის მიერ გამოყენებულია სხვა ნახატებზე დაფუძნებული საყოველთაო ცოდნა - ფინალური სამუშაოები ორიგინალური გამოდის, რადგანაც აპლიკაცია ახდენს სრულიად ახლებური გამოსახულებების გენერირებას. 

Nvidia-ს ახალი ინტელექტუალური გრაფიკული რედაქტორი არ შემოიფარგლება მხოლოდ პეიზაჟებით - აპლიკაციას შეუძლია დაამატოს შენობები, გზები და ადამიანებიც კი. GAuGAN აგრეთვე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს - გამოიყენონ ფილტრები საჭირო სტილის გამოსახულების მისაღებად. ამგვარ ფილტრებს შეუძლია მოახდინონ კონკრეტული ფერმწერის სტილის იმიტაცია (მაგალითად, ვან გოგის სტილის: იხ. მომდევნო ფოტო) ან მართოს განათება - დღის გამოსახულება ღამისად აქციოს. 

image.jpeg 

ჯერჯერობით უცნობია, ოდესმე გახდება თუ არა GauGAN საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოდ ადრე თუ გვიან რიგითი მომხმარებლები შეძლებენ მსგავსი სასარგებლო ინსტრუმენტებით სარგებლობას, რომელიც მუშაობას გაუმარტივებს სხვადასხვა მიმართულებით: არქიტექტურიდან და ილუსტრირებიდან დაწყებული - თამაშების შექმნით დამთავრებული. 

რესურს NVIDIA AI Playground-ზე მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ მანქანური სწავლების ზოგიერთ შესაძლებლობას. მაგალითად, მასზე არსებული დემონსტრაციის - Artistic Style Transfer-ის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ფოტო ცნობილი მხატვრების სტილში დამუშავდეს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.