Magdalena Posted March 18, 2019 Share Posted March 18, 2019 ბრაუზერ Google Chrome-ის ზიანისმომტანი დამატება მომხმარებლებს აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ კრიპტო ბირჟა Huobi-ს ყალბ airdrop-ში, რის შედეგადაც ხსენებული ბირჟის ორასზე მეტი მომხმარებელი დაზარალდა - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში. ვებ-ბრაუზერ Chrome-ის დამატება, სახელად NoCoin, 230-ჯერ ჩამოიტვირთა, სანამ Google მას წაშლიდა - აცხადებს Harry Denley, იგი მართავს კრიპტო scam-ების ბაზას - EtherscamDB. Denley-მ აღნიშნა, რომ ჰაკერებმა გამიზნულად შენიღბეს ზიანისმომტანი დამატება, რათა მას მიეღო იმ ინსტრუმენტის სახე, რომელიც მომხმარებლებს იცავს მალვეარ პროგრამული უზრუნველყოფისგან ან ე.წ cryptojacking-ისგან, კრიპტოვალუტების ქურდობისგან. „თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა - აღმოაჩინა კრიპტოების ქურდობის სხვადასხვა სკრიპტი... და გამოიყურებოდა, როგორც კარგი ინტერფეისი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს“ - განმარტავს Denley თავის ბლოგში. თუმცა ფასადს მიღმა ნათელი გახდა, რომ ბრაუზერის დამატება ითხოვდა პოპულარული საფულის ინტერფეისების, MyEtherWallet-ისა და (MEW) Blockchain.com-ის Private key-ებს. შემდგომში კი ისინი ჰაკერებთან იგზავნებოდა, რომელთაც შეეძლოთ საფულეები დაეცარიელებინათ. დამატება ჩადებული იყო ყალბი giveaway კამპანიის დასასრულს, თითქოს კრიპტო ბირჟა Huobi მომხმარებლებს სთავაზობდა Ethereum-ზე დაფუძნებულ ERC20 ტოკენებს. უცნობია, რა პერიოდის განმავლობაში იყო ზიანისმომტანი დამატება ხელმისაწვდომი Google Chrome-ის მომხმარებლებისთვის. ასეა თუ ისე, „ცუდი მოთამაშეები“, რომლებსაც მიზანში აქვთ ამოღებული სხვისი კუთვნილი კრიპტოვალუტები, სულ უფრო და უფრო უღირს მეთოდებს ეძებენ გამოუცდელი კრიპტო მფლობელების მოსატყუებლად. მიმდინარე კვირაში კრიპტო ჰაკინგის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია ჰაკერების სულ უფრო ფრთხილი მოქმედებები. თავად Google მწვავე კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან დიდი გულმოდგინება არ გამოუჩენია თებერვლის შემთხვევისას, როდესაც Google Play-დან წაშალა პოპულარული დეცენტრალიზებული აპლიკაციის - MetaMask-ის ყალბი ვერსია. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, გასულ თვეში Electrum-ისა და MEW-ს საფულეების მფლობელებიც აღმოჩნდნენ ფიშინგური შეტევების პირისპირ Reddit-სა და Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტებით. https://cointelegraph.com/news/google-deletes-crypto-malware-targeting-blockchaincom-myetherwallet-users 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.