Jump to content

Tesla-მ ოფიციალურად წარადგინა Model Y


Recommended Posts

დაპირებისამებრ, ილონ მასკმა წარადგინა ახალი ელექტრომობილი - კომპაქტური ქროსოვერი Model Y. იგი აწყობილია იმავე პლატფორმაზე, რაზეც „ბიუჯეტური“ სედანი Model 3 და მასზე არც ისე ძვირი ღის, ყოველ შემთხვევაში, მისი საბაზისო მოდელი. მომხმარებლებს აქვთ საშუალება - არჩევანი გააკეთნ ახალი ელექტრომობილის ოთხ ვერსიაში: Standart Range, Long Range, Dual Motor AWD და Perfomance. საბაზისო მოდელი (Standart Range) 39 ათასი დოლარი ღირს. ტოპ-ვერსიის ფასი კი 60 ათას დოლარს აღწევს (ფუნქციებისა და ოფციების ჩათვლით). 

image.jpeg 

გამოცხადდა, რომ Standart Range მოდიფიკაციის წარმოება 2021 წელს დაიწყება. ეს ვერსია წარმოდგენილი იქნება 370 კმ გავლის მარაგით. Long Range მოდელის ფასი 42 700 დოლარიდან იწყება, მას შეუძლია 482 კილომეტრის გავლა ერთ დამუხტვაზე და იი მომდევნო წელს გამოვა. ახალ მოდელზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია.  

3 ათასი დოლარის ღირებულების ერთ-ერთი ოფციით მყიდველს შეეძლება ელექტრომობილი აღჭურვოს დამატებით სავარძლებით, რომელთა რიცხვა შესაძლოა შვიდს მიაღწიოს. 

image.jpeg 

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Model Y-ის ახალი წარმადობის ხაზები მიმდინარე წელსვე მზად იქნება. თუმცა თუ გავითვალსიწინებთ წინა გამოცდილებებს, ზუსტი თარიღი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კომპანია თვლის, რომ ახალი ქროსოვერი კარგად გაიყიდება. იანვარში ინვესტორებთან საუბრისას მასკმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - კომპაქტური ქროსოვერი Model 3-ზე მოთხოვნადი იქნება. თუკი გავითვალისწინებთ აშშ-ის სტატისტიკას ჯიპის ტიპის ავტომობილების გაყიდვების შესახებ, ამგვარი მოლოდინი სავსებით რეალურია: ამერიკელებს ზოგადად პიკაპები და ჯიპები უფრო მოსწონთ, ვიდრე ჩვეულებრივი სედანი. 

Model Y-ის პირველი საპილოტე ნიმუში კალიფორნიაში მდებარე Gigafactory 1-ის კონვეირიდან გამოვა. მოგვიანებით კი Tesla-ს კომპაქტური ქროსოვერების გამოსვლა განხორციელდება ჩინეთის საწარმოში, რომელიც სახელად მიიღებს Gigafactory 3-ს. 

Model Y-ს აქვს ორი ელექტრო ძრავი და შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა მოცულობის აკუმულატორების კომპლექტაციები. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის საჭიროა 3,5 წამი, მაქსიმალური სიჩქარეა 240 კმ/სთ. ორძრავიანი Model Y Long Range ვერსიის მიერ 100 კმ/სთ სიჩქარ მიიღწევა  4,8 წამში, ერთძრავიანი მოდელით კი - 5,5 წამში. 

image.jpeg 

ქროსოვერს ტრადიციული გვერდითი სარკეები აქვს კამერების ნაცვლად. ასევე, Tesla-ს ინჟინრებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ საფირმო უკანა კარის გამოყენებაზე, რომელსაც კომპანია „შევარდენის ფრთებს“ უწოდებს. ილონ მასკის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ართულებს ავტომობილის წარმოების პროცესს და ამასთანავე ზრდის მის საბოლოო ფასს. Model Y-ის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტია 0,32. ელექტრომლს აქვს პანორამული სახურავი. სალონში განთავსებულია 15-დუიმიანი დისპლეი, რომლით იმართება ელექტრომობილის ფუნქციათა უმეტესობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.