Jump to content

ევროპულმა ორბიტალურმა მოდულმა მარსზე „ბეწვიანი ლურჯი ობობა“ გადაიღო


Recommended Posts

ხელოვნურად შეფერილ ფოტოზე წარმოდგენილია ე.წ. „მარსის მტვრის ეშმაკების“ ნაკვალევი. სხვა მრავალ ფოტოსთან ერთად ეს ფოტო გადაიღო ევროპულმა მოდულმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა. გადაღებათა ნაწილი უკვე გამოქვეყნდა ფართო საზოგადოებისთვის. 

image.jpeg 

 

ExoMars Trace Gas Orbiter (TGO) მარსისკენ 2016 წლის ოქტომბერში გაემგზავრა, თუმცა მის ახლო ორბიტას მხოლოდ 2018 წლის თებერვალს მიაღწია, სამეცნიერო მოღვაწეობა კი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. პროექტს მართავს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და Роскосмос-ი, რომელთა ერთობლივ მიზანს წარმოადგენს ეძებონ მეთანი, რომელიც მეცნიერებს დაეხმარება უკეთ შეიცნონ წითელი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა. 

TGO-ს მთავარ ღირსებას წარმოადგენს კამერა Surface Imaging System (CaSSIS), რომელიც ორბიტიდან მარსის გამოსაკვლევად გამოიყენება. CaSSIS უნიკალურია იმით, რომ შეუძლია გადაიღოს კრისტალურად სუფთა და მკაფიო ფოტოები. 

image.png 

ხელოვნურად დადებული შეფერილობით გამოხატულია მარსის ობობისმაგვარი რეგიონი Terra Sabaea. სინამდვილეში ეს არის ნაკვალევები, რომლებიც რჩება „მტვრის ეშმაკებისგან“ - მარსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენისგან. ESA-ს წარმომადგენელთა აზრით ეს ქსელი ასობით ან ათასობით პატარა მარსული ტორნადოსგანაა შექმნილი. გამოსახულება წარმოდგენილია ფერების კომბინაციით, რათა უკეთ იყოს აღქმადი ზედაპირის თავისებურება. მისი რეალური ფერი ESA-ს განცხადებით, არის მუქი წითელი, რადგანაც „მტვრის ეშმაკები“ სუფთა მასალებს იღებენ ზედაპირიდან. 

იხილეთ სხვა ფოტოები: 

image.png 

მარსის მარილიანი სულფატები 

image.png 

დიუნები 

image.png

მარსის სამხრეთ პოლუსის ტალღოვანი ზედაპირი  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.