Jump to content

800 ცხენის ძალის სიმძლავრის ჰიპერმობილი, რომელიც გადაჭრის ელექტრომობილების პრობლემას, მაგრამ სახიფათოა ბუნებისთვის


Recommended Posts

ელექტრომობილები უკვე ცხადად გვევლინება ყოველდღიურ საქალაქო ტრანსპორტად, თუმცა ისინი გამოსადეგი არ არიან შორეული მგზავრობისთვის აკუმულატორის სიმძლავრის შეზღუდულობის გამო. ამიტომაც ზოგიერთი ავტომწარმოებელი ეძებს საშუალებებს - ელექტრომობილები დაიტენოს მგზავრობის პროცესშივე.  როგორც წესი, ამისათვის გამოიყენება ბენზინის ან დიზელის ბაზაზე მოქმედი ელექტრო გენერატორები. კორპორაცია Gumpert-ს აქვს მეთოდი - გამოყენებულ იქნას მეთანოლი, რომელსაც დადებით მხარესთან - სიიაფესთან ერთად რამოდენიმე დიდი ნაკლი გააჩნია.  

image.jpeg 

აკუმულატორის დატენვის ალტერნატიული მეთოდი გამოყენებულია ახალ ჰიპერმობილში - Gumpert Nathalie. მას აქვს ოთხი ელექტრო ძრავი, მაქსიმალური სიმძლავრე 800 ცხენის ძალის ტოლია, მაქსიმალური სიჩქარე კი არის 306 კმ/სთ. კონსტრუქცია შედგება მოლიბდენის ჩარჩოების, კარბონის შასებისა და უამრავი აეროდინამიკური ელემენტისგან, რითაც უზრუნველყოფილია საკმარისად კომფორტული გადაადგილება. 

image.jpeg 

კომპანიის დაფუძნებლის, როლანდ გუმპერტის თქმით მეთანოლის ბაზაზე მოქმედი საწვავი ელემენტი უზრუნველყოფს ელექტრომობილს იმ მოცულობის ენერგიით, რომელიც საკმარისი 850 კილომეტრზე მეტი მანძლის დასაფარად, თუკი მანქანის მოძრაობის საშუალო სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება. ელეტროენერგია გენერირდება არა მეთანოლის წვის, არამედ  ქიმიური რეაქციის ხარჯზე, რომელიც გამოჰყოფს 5 კვტ სიმძლავრის ენერგიას. 

Gumpert Nathalie-ს უარყოფითი მხარე 

სილამაზისა და სიმძლავრის პარალელურად ავტომობილი საკმაოდ დიდ ეჭვებს ბადებს, თანაც პრობლემა მდგომარეობს არა მარტო მოლიბდენის მომწამვლელ თვისებებში: ის, ვინც Gumpert Nathalie-ს შეიძენს, სად უნდა ეძებოს ასეთი იშვიათი ტიპის საწვავი? ჰიპერმობილი ნამდვილად არ გვევლინება, როგორც მასობრივი მოხმარების მანქანა და საეჭვოა, რომელიმე კომპანიამ დაიწყოს მოლიბდენის დამტენი სადგურების ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნა. 

image.jpeg 

აგრეთვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გენერატორის ეფექტურობაც. იგი გამოიმუშავებს 5 კვტ ენერგიას, ამიტომ 112 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისას გენერატორით გამომუშავებული ენერგია არ იქნება საკმარისი დატენვის ერთ დონეზე შენარჩუნებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს აკუმულატორის მოცულობის შესახებ ინფორმაციას. 

და ბოლოს: ჰიპერმობილი Nathalie სავსებით არ შეესაბამება ელექტრომობილების მთავარი ღირსების თემას - გარემოს უსაფრთხოებას. მეთანოლის მონაწილეობით მიღებული ქიმიური რეაქცია გამოჰყოფს ნახშირორჟანგს - მთავარ საფრთხეს, რომლისგან გათავისუფლებასაც ცდილობს კაცობრიობა ელექტრომობილების გამოყენებაზე გადასვლით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.