Jump to content

მეცნიერებმა ბიოლოგიური აქტიურობა დაუბრუნეს 28 ათასი წლის წინანდელი მამონტის უჯრედებს


Recommended Posts

image.png

Kindai-ს უნივერსიტეტის (ოსაკა, იაპონია) ბიოლოგებმა მცირე ხნით სიცოცხლე დაუბრუნეს ახალგაზრდა ბეწვიანი მამონტის - სახელად იუკის უჯრედებს. იგი 28 ათასი წლის წინ მოკვდა - სიახლის შესახებ წერს რესურსი Motherboard. 

იაპონელმა მეცნიერებმა მამონტის სხეულიდან 88 უჯრედის ბირთვი ამოიღეს და ღამურის კვერცხუჯრედში გადანერგეს. გადანერგვისთანავე უჯრედები გაცოცხლდა, მხოლოდ მცირე ხნით და ნაწილობრივ - მეცნიერებმა ვერ შეძლეს მიეღწიათ უჯრედების სრულფასოვანი დაყოფვისთვი, თუმცა ამ პროცესის ზოგიერთი სტადია მიღწეულ იქნა. 

იუკის ქრომოსომები მართებულად დაუკავშირდნენ სტრუქტურას - ამ პროცესიდან სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება უჯრედების დაყოფისკენ. ამის შემდეგ მეცნიერებმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორეს მამონტის უჯრედებისა და სპილოს კვერცხუჯრედის გამოყენებით. 

ამგვარი სამეცნიერო აღმოჩენა წარმატების შემთხვევაში მეცნიერებს საშუალებას მისცემს აღადგინონ უჯრედები და სამომავლოდ მოახდინონ გადაშენებული სახეობების კლონირება. მამონტ იუკის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი ძალიან კარგადაა შენახული. იგი აღმოაჩინეს ლაპტევების ზღვის სანაპიროზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.