Magdalena Posted March 12, 2019 Share Posted March 12, 2019 კომპანია Corsair-ი უკვე დიდი ხანია მომხმარებლებს სთავაზობს თხევადი გაგრილების მზა სისტემებს. ამჟამად კი შვეიცარიული ინტერნეტ-მაღაზიის წყალობით ცნობილი ხდება, რომ მწარმოებელი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გაგრილების სისტემების ასაწყობ სხვადასხვა კომპონენტის გაყიდვას, რომლებიც გაერთიანდება სერიაში - Corsair Hydro X. Corsair XC9 RGB კომპანია Coarsair-მა მოახდინა საკუთარი კომპონენტებისგან აწყობილი თხევადი გაგრილების სისტემის კონტურების დემონსტრაცია მიმდინარე წლის დასაწყისში გამართულ გამოფენა CES 2019-ზე. ამ კომპონენტების გაყიდვაში გამოსვლამდე დიდი დრო აღარ დარჩა. Corsair-ი მსურველებს შესთავაზებს კომპონენტების სრულ ასორტიმენტს: ფიტინგებიდან დაწყებული წყლის ბლოკებით დამთავრებული. Corsair XC7 RGB პირველ ეტაპზე კომპანია გამოუშვებს პროცესორის წყლის ბლოკების ორ მოდელს: XC7 და XC9. ორივე მათგანს ექნება მონიკელებული სპილენძის ფუძე, თუმცა XC9 მოდელს კონტაქტების უფრო მსხვილი დაფა აქვს, რის ხარჯზეც იგი თავსებადი იქნება დიდ პროცესორებთან, მათ შორის AMD Ryzen Threadripper-თანაც. მოცემულ წყლის ბლოკებს ექნებათ 70 მიკროარხისგან შემდგარი მასივი და წარმოდგენილნი იქნებიან RGB განათებით. გარეგნულად ეს ბლოკები ჰგავს სერია Hydro Platinum-ის თხევადი გაგრილების სისტემებს. Corsair XG7 RGB - GeForce RTX 2080-სთვის Corsair XG7 RGB - GeForce RTX 2080 Ti-სთვის ვიდეობარათებისთვის კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს XG7 სერიის წყლის ბლოკებს. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება მოდელები ეტალონური GeForce RTX 2080-ისა და RTX 2080 Ti-სთვის, თუმცა სამომავლოდ Corsair-ი სხვა ვიდეო ბარათებისთვისაც გამოუშვებს შესაბამის მოდელებს. ამ შემთხვევებშიც გამოყენებულია მონიკელებული ფუძე, ზედა ნაწილი კი დამზადებულია ალუმინისა და აკრილისგან. ამ მოდელებში წარმოდგენილი იქნება 50 მიკროარხისგან შემდგარი მასივი და, რაღა თქმა უნდა, რეგულირებადი RGB განათებაც. რადიატორების XR5 სერიაში შევა 30 მმ სისქის მოდელები, XR7 სერიაში კი - 54 მმ-იანი. ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ზომები 120-დან 420 მმ-მდე და 140-დან 480 მმ-მდე. რადიატორის მილები სპილენძისგანაა დამზადებული. Corsair-ი ასევე გამოუშვებს D5 ტიპის ტუმბოს (პომპა) 100 მმ-იანი ინტეგრირებული რეზერვუარით, სახელად XD5 RGB. და ბოლოს - კომპონენტების სერია Hydro X-ში შევა ფიტინგები და სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის ადაპტერები, აგრეთვე მოქნილი, მყარი და სხვადასხვა ზომის დიამეტრის მქონე მილები. Corsair-ი მომხმარებლებს აგრეთვე შესთავაზებს გამაგრილებელ სითხეს, იგი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფერში, თუმცა ყველა მათგანის მოცულობა 1 ლიტრია. https://3dnews.ru/news/page-2.html 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.