Jump to content

იდუმალი „ტვინის რეგიონი“ მარსის ზედაპირზე


Recommended Posts

კოსმოსური სააგენტო NASA ხშირად უზიარებს საზოგადოებას მარსზე გადაღებულ ფოტოებს, მცირე ხნის წინ კი გამოქვეყნდა არა უბრალოდ წითელი და მტვრიანი ზედაპირის ფოტო, არამედ უჩვეულო ტერიტორიის - „ტვინის სფეროს“ ამსახველი გამოსახულება. მან ამგვარი დასახელება ტექსტურისა და შეფერილობის გამო მიიღო, რომელიც მოგვაგონებს ადამიანის ტვინის ხვეულებს. მკვლევარებმა არ იციან, რა გახდა ამგვარი ზედაპირის ფორმირების მიზეზი, თუმცა მათ აქვთ ვარაუდები, რომლებიც უკავშირდება მარსზე წყლის არსებობის ვარაუდს. 

image.jpeg 

უცნაური ტექსტურა განვიარებულია  „Protonilus Mensae“-ს (რეგიონის სახელწოდება) ტერიტორიაზე, რომლის ზედაპირის ქვეშაც შესაძლოა გაყინული წყალი არსებობდეს. მკვლევარების აზრით სწორედ იგია ზედაპირის უსწორმაწორობის განვითარების მიზეზი. სავარაუდოდ, ზედაპირის ჩაღრმავებები (ე.წ. დეპრესიები) წარმოიქმნება პროცესისას, როდესაც მყარი ყინული ორთქლად იქცევა. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ამგავრი ზედაპირის პოვნა წითელი პლანეტის სხვა რეგიონებშიც შესაძლებელია. 

ფოტო გადაიღო პლანეტათშორისმა სადგურმა - Mars Reconnaissance Orbiter (MRO), რომელმაც ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო. კამერად გამოყენებული იყო სისტემა HiRISE, რომელმაც ბოლო ათწლეულის მანძილზე 52 ათასზე მეტი მაღალხარისხიანი ფოტო გადაუღო წითელ პლანეტას.  

არსებობს მოსაზრება, რომ ტექსტურის ფორმირების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს რაიმე ცვლილების დაფიქსირება. შესაძლოა ახლო მომავალში კამერებმა შეძლონ რაიმე საინტერესო ცვლილების დაფიქსირება და NASA კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს უცნაური „ტვინის რეგიონის“ საიდუმლოს ამოხსნას. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.