Jump to content

ახალი დამტენი სადგურების - Tesla Supercharger V3-ის წყალობით ელექტრომობილების დატენვის დრო ორჯერ შემცირდება


Recommended Posts

Tesla-მ წარადგინა ახალი თაობის სწრაფი დამტენი სადგურები, რომლებიც მაღალი სიმძლავრით გამოირევა. კომპანიის განცხადებით, ახალ Supercharger V3 სადგურებს შეუძლიათ უზრუნველყონ 250 კვტ-მდე დამუხტვის სიმძლავრე. ამის წყალობით სულ რაღაც 5 წუთში შესაძლებელია ელექტრომობილმა შეივსოს მარაგი, რომელიც საკმარისი იქნება 120 კილომეტრის გასავლელად. 

image.jpeg 

წინა თაობის Supercharger V2 დამტენი სადგური უზრუნველყოფს 120 კვტ სიმძლავრეს. სიმძლავრის თითქმის გაორმაგება შესაძებელი გახდა ახალი კონსტრუქციის სადენით, რომელშიც თხევადი გაგრილების სისტემაა გამოყენებული. ახალ სადგურებში არ არის საჭირო განაწილდეს ენერგია რამოდენიმე ავტომობილს შორის -  მომხმარებლებს ყოველთვის შეეძლებათ მიიღონ მაქსიმალური დამუხტვა.  

ახალი თაობის Supercharger V3  დგურების ქსელის გაფართოებას Tesla აპრილიდან აპირებს. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი V3 სადგური არსებობს. იგი დაყენებულია ფრიმონტში და ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის - მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა Tesla-ს ადრეული წვდომის პროგრამაში. ამგვარი კლიენტები, როგორც წესი, პირველები იღებენ ელექტრომობილების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს. მომავალი თვიდან, როგორც კი გაიხსნება მესამე თაობის დამტენი სადგურების მეტი ობიექტი, კომპანია Tesla აპირებს გამოუშვას მასობრივი განახლება ახალი სტანდარტის მხარდასაჭერად. კომპანიის ოფიციალურ ბლოგში მოცემულია, რომ  Supercharger V3 სადგურების გახსნა ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაიწყება მიმდინარე წლის მეოხე კვარტალში. 

უახლოეს პერიოდში კომპანია აგრეთვე აპირებს განაახლოს მეორე თაობის დამტენი სადგურები - Supercharger V2. მათი სიმძლავრე ამჟამად არსებული 120 კილოვატიდან გაიზრდება 145 კვტ-მდე.  

ახალი თაობის დამტენი ელექტროსადგურის ანონსთან ერთად Tesla-მ წარადგინა ახალი ფუნქცია On-Route Battery Warmup. იგი მშაობს ინტელექტუალური აგორითმის ბაზაზე, რომელიც ელექტრომობილის ბატარეას ათბობს დატენვისთვის ოპტიმალურ  ტემპერატურამდე  იმ დროს, როდესაც დამტენ სადგურს უახლოვდება. კომპანიის განცხადებით, ეს ფუნქცია შეამცირებს დატენვის დროის ხანგრძლივობას 25%-ით. 

image.jpeg 

ახალი სტანდარტების ყველა უპირატესობით სარგებლობას პირველები შეძლებენ Tesla Model 3-ის მფლობელები, რადგანაც ამ მოდელში გამოყენებულია ახალი აკუმულატორები. Model S-ისა და Model X-ის დატენვა ჯერჯერობით 120 კვტ-მდე იქნება შეზღუდული. Tesla პირებს, რომ გაზარდოს ამ მოდელების დატენვის სისწრაფე, რისთვისაც აპირებს გამოუშვას სპეციალური განახლება უახლოეს თვეებში.   

Supercharger V3 დამტენი სადგურების წყალობით Tesla- ელექტრომობილები გადააჭარბებენ დატენვის სისწრაფით ამ დრომდე ბაზარზე არსებულ ყველა ელექტრომობილს. როგორც The Verge აღნიშნავს, Supercharger V3 სადგურის სიმძავრე ჩამორჩება Electrify America-ს სადგურს, რომელიც Volkswagen-მა შექმნა (იგი უზრუნველყოფს 350 კვტ-ს), თუმცა ამ უკანასკნელს პრობლემები შეექმნა სადენებში, ამიტომ საჭირო გახდა ამ სადგურების დახურვა. 

Tesla-მ პირველი სწრაფი დატენვის სადგური - Supercharger-ი გახსნა 2012 წლის სექტემბერში. მას შემდეგ აშშ-ის ტერიტორიაზე სულ გაიხსნა 12 888 სადგური და კიდევ 1441 - სხვა ქვეყნებში. 

 

image.jpeg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.