Jump to content

1600 ცხენის ძალა 3 მლნ დოლარად


Recommended Posts

2017 წელს  Koenigsegg Agera RS ჰიპერმობილმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა - ნევადას შტატის ავტრობანზე მოძრაობისას მან შეძლო განევითარებინა 447 კმ/სთ სიჩქარე. როგორც ჩანს, სულ მალე ეს რეკორდი მოიხსნება: ჟენევის ავტოსალონში წარდგენილ იქნა მისი განახლებული ვერსია - ჰიპერმობილი Jesko. მწარმოებლის სიტყვებით, ავტომოილს შეუძლია განავითაროს 483 კმ/სთ სიჩქარე. 

image.jpeg 

ავტომობილის მთავარ კოპონენტს წარმოადგენს 5-ლიტრიანი ძრავი V8. მას აქვს სრულიად განსხვავებული ტურბოკომპრესორები და წნევის მართვის უფრო ზუსტი სისტემა. ახალი კონსტრუქციის წყალობით გაზრდილია აჩქარებაზე რეაგირების სისწრაფე.   

image.jpeg 

ჩვეულებრივი საწვავის გამოყენებისას ძრავი უზრუნველყოფს 1280 ცხენის ძალა სიმძლავრეს. უფრო საინტერესო რამ კი ხდება ბიოეთანოლის - E85-ის გამოყენებისას: სიმძლავრე 1600 ცხენის ძალას აღწევს.  

image.jpeg 

Koenigsegg Jesko- საბარგულის მხარე დამზადებული კარბონისგან და უფრო გრძელი და მაღალია, ვიდრე Agera RS მოდელის შემთხვევაში იყო. ინჟინრებმა გააძლიერეს დაკიდების ბერკეტები და ამორტიზატორები აღჭურვეს ელექტროობით, ხოლო ჰორიზონტალურმა ამორტიზატორმა გადაინაცვლა წინა ღერძზე, რათა სიჩქარის აკრეფისას ჰიპერმობილის უკანა ნაწილმა არ დაიწიოს ქვემოთ.  

image.jpeg 

ავტომობილისი სხვა განსაკუთრებული მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ავტომატური კარი, კაპოტი და უკანა სპოილერი, სმარტფონისთვის განკუთვნილი უსადენო დატენვის მხარდაჭერა და ციფრული პანელი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. Koenigsegg Jesko-ს ტირაჟი შედგება მხოლოდ 125 ეგზემპლარისგან, თითო მოდელის ფასი 3 მლნ დოლარია. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

39 minutes ago, Magdalena said:

483 კმ/სთ სიჩქარე

 

39 minutes ago, Magdalena said:

5-ლიტრიანი ძრავი V8

 

39 minutes ago, Magdalena said:

სიმძლავრე 1600 ცხენის ძალა

:blink:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.