Jump to content

შემუშავდა წყალმცენარეებისგან ბიოსაწვავის წარმოების იაფფასიანი მეთოდი


Recommended Posts

ამჟამად არსებული მეთდები, რომელთა მიხედვითაც დიდი რაოდენობით ბიოსაწვავი იწარმოება, ეკონომიკურად არამომგებიანია: საწარმოო პროცესზე მეტისმეტად დიდი ენერგია იხარჯება. ამიტომ ამ სფეროს ექსპერტები დიდი ხანია ეძებენ უფრო ეფექტურ და ნაკლებად ხარჯიან მეთოდებს. იუტას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი გადაჭრის ამ პრობლემას. დიდი მოცულობის ბიოსაწვავის წარმოებისთვის ისინი აპირებენ გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი მომრევი/ამრევი. 

image.jpeg 

წყალმცენარეები შეიცავენ ლიპიდებს - ცხიმოვანი მჟავის მოლეკულებს, რომელთაც შეუძიათ გასწიონ საწვავის როლი. ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას ნედლეულის გადამშავებისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. როგორც ამბობენ - დამზადებაზე დახარჯული ენერგია იმაზე მეტია, ვიდრე მიღებული ბიოსაწვავი იძლევა. იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ახალი ტიპის მომრევი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა წყალმცენარეებიდან გამოცალკევდეს ლიპიდები მცირე ენერგოდანახარჯებით. 

აქ გადამწყვეტი მომენტია ენერგეტიკული პარიტეტის მიღწევა. ჩვენ ჯერ ამას ვერ მივაღწიეთ, თუმცა მისკენ დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ მნიშვნელოვანი ბარიერი მოვაცილეთ წყალმცენარეებისგან ბიოსაწვავის ეფექტურად წარმოებისკენ მიმავალ გზას“ - აცხადებენ მკვლევარები. 

ტრადიციული მეთოდი დამუშავებისას თავდაპირველად საჭიროა წყალმცენარეებიდან წყლის გამოდევნა. წარმოების ეს ეტაპი ყველაზე მეტად ენერგომხარჯველია. მშრალი ნარჩენები ერევა გამხსნელ სითხეს, სადაც ხდება ლიპიდების გამოყოფა ბიომასიდან. გამოდევნილი ლიპიდები გადამუშავდება და შემდეგ საჭირო პროპორციების მიხედვით შეერევა დიზელის საწვავს. 

ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს შემრევი ექსტრაქტორი, რომელშიც ირევა გამხსნელი სითხე და ნედლეული. შედეგად ექსტრაქტორში წარმოიქმნება ლოკალიზებული ტურბულენტობა, რომელიც გამოაცალკევებს ლიპიდებს. ისინი ხვდებიან გამხსნელ სითხეში, საიადანაც შემდეგ უკვე ხდება მათი იზოლირება. გადამუშავების შემდეგ ქიმიკატის მეორედ გამოყენებაც შესაძლებელია. 

„დიზაინი საშუალებას გვაძლევს არ ვხარჯოთ ზედმეტი ენერგია და აჩქარებს სამუშაო პროცესს“ - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი. 

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ექსტრაქციის ამგვარი მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა მიკროორგანიზმებიდან (მაგ. სოკოებიდან, ბაქტერიებიდან) სასარგებლო ნივთიერებების მოპოვებისთვისაც.  

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2017 წელს ქვეყანაში გამოყენებული მთელი ენერგიის დაახლოებით 5%-ს ორგანული ნივთიერებებისგან მიებული საწვავი შეადგენდა. მათ შორისაა ხის საწვავი, მცენარეული ეთანოლი, ორგანული ნარჩენებისგან შექმნილი ბიოგაზი. წყალმცენარეების უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ შესაძლებელია მათი გაზრდა არხებში, აუზებში ან სპეციალურად შექმნილ ბიორეაქტორებში. დიდი ოდენობით წყალმცენარეების ზრდა დადებითად მოქმედებს ატმოსფეროზეც - ჰაერში მცირდება ნახშირორჟანგი. 

„ჩვენი საქმიანობა ნამდვილი გარღვევაა“ - აცხადებს პროექტის ავტორი. – „ტექნოლოგიები, რომელთაც ჩვენ ვქმნით, შეძლებს გადატრიალება მოახდინოს ორგანული ნივთიერებებიდან ბიოსაწვავის წარმოების სფეროში“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.