Magdalena Posted March 4, 2019 Share Posted March 4, 2019 აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების სამმართველომ დაარეგისტრირა ჩინური კომპანია Lenovo-ს „დრეკადი ელექტრონული მოწყობილობის“ (Flexible electronic device) პატენტი. საუბარია ჰიბრიდულ სმარტფონ-სამაჯურზე, რომელიც განკუთვნილია ხელზე გასაკეთებლად. ამგვარი მოწყობილობის პროტოტიპის დემონსტრაცია პირველად 2016 წელს მოხდა. გამოსახულებებზე როგორც ჩანს, გაჯეტს მოქნილი დისპლეი აქვს. გაშლილ მდგომარეობაში იგი ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ეკრანის თავზე განთავსებულია დინამიკი და ფრონტალური კამერა, გვერდებზე კი - მართვის ღილაკები. უკანა მხარეს აქვს ძირითადი კამერა ფლეშ-განათებით. მოწყობილობის მოღუნვის შემდეგ მფლობელს შეეძლება იგი მაჯაზე გაიკეთოს. ამასთან, ძველებურად იქნება შესაძლებელი სენსორული ეკრანით სარგებლობა: ინტერფეისი ოპტიმიზდება გამოყენების ამა თუ იმ რეჟიმზე. პატენტზე განაცხადი შეტანილი იყო 2016 წლის სექტემბერში, მისი დარეგისტრირება კი მხოლოდ ახლახანს განხორციელდა. დოკუმენტი დიზაინერულ კატეგორიას მიეკუთვნება, ასე რომ მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები გახმაურებული ჯერ არ არის. ასევე უცნობია ჰიბრიდის კომერციულ ბაზარზე გამოჩენის თარიღი. https://3dnews.ru/983651 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.